რამდენიმე შეკითხვა მოსახლეობას

on . Posted in ბლოგი

 

joomplu:199ყოველი ქართველი, რომელიც დაიბადა ამ ერის, ენის და კულტურის წიაღში, ცნობიერად, თუ ქვეცნობიერად, თავის თავზე უნდა იღებდეს ვალდებულებებს, რათა დაიცვას, არ მიატოვოს განსაცდელში და იბრძოლოს ერის კეთილდღეობისთვის და გაბრწყინებისთვის.

ეს ვალდებულება საერთო ეროვნულია, მაგრამ რამდენად ვაცნობიერებეთ თვითეული ჩვენთაგანი ამ დიდ პასუხისმგებლობას და თუ ვაცნობიერებეთ, რამდენად პატიოსნად და უანგაროდ ვასრულებთ მას? ეს პრობლემა გაცილებით უფრო მწვავედ იჩენს თავს, როდესაც საქმე პოლიტიკოსებთან გვაქვს.

 აღარ მოგაწყენთ თავს საუბრით საქართველოს ხელისუფლებაში, ოცი წლის მანძილზე მყოფ პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც ქვეყანა განადგურებამდე, ხოლო ერი გენოციდამდე მიიყვანეს, არამედ თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ოპოზიციაზე, რომელსაც არანაკლები ბრალი მიუძღვის ქვეყანაში დღეს არსებულ სიტუაციაზე.
დღევანდელი ოპოზიციის დიდი ნაწილი წარმოადგენს პოლიტიკურ ბალასტს ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის, რომლის ერთადერთი მიზანია პირადი სარგებლის პოვნა და ამ გზაზე ისინი არ ერიდებიან არც ტყუილს, არც ღალატს და არც ღია თანამშრომლობას კრიმინალურ ხელისუფლებებთან.
სამწუხაროდ, ოპოზიციის ეს ნაწილი პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს და თავისი ბინძური საქმიანობით ერში სრულ დემორალიზაციას და ნიჰილიზმს თესავს. ზუსტად ამ ოპოზიციის დამსახურებაა, რომ თბილისის ქუჩებში ასობით ათასი საპროტესტოდ და საბრძოლველად გამოსული ქართველი, ხელისუფლებასთან გარიგების შედეგად, ან სიმხდალის და უნიათობის გამო დაშალეს და სახლებში გაისტუმრეს. ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც 26 მაისს, დინამოს სტადიონზე, გამართულ საპროტესტო მიტინგზე დაბლოკა და სიტყვა არ მისცა შალვა ნათელაშვილს, რომელსაც მთელი სტადიონი ფეხზე დამდგარი ოვაციებით შეეგება; ზუსტად ის ოპოზიციაა, რომელიც მორიგი პოლიტიკური სპექტაკლის შედეგად, დღეს უკვე ხელისუფლებას წარმოადგენს და ძირითადათ დაკავებულია ბიზნესის გადანაწილებით და საკუთარი კეთილდღეობის მოწყობით.

Comment

ხელისუფლებების ხელოვნური ცვლა და პიარტექნოლოგიებით ,,ტვინების გამორეცხვა”.

on . Posted in ბლოგი

joomplu:179

არსებობს ცნობილი მოსაზრება, რომ მოსახლეობის მცირე ნაწილი მუდმივად შეიძლება მოატყუო. ასევე შეიძლება მოატყუო მთელი ერი დროის მოკლე მონაკვეთში, მაგრამ მთელი ერის მუდმივად მოტყუება შეუძლებელია.

ქართველებმა თავისი უახლესი ისტორიის მანძილზე სამწუხაროდ, დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ერის მოტყუება-გაბითურება შესაძლებელია ყოველთვის, განუსაზღვრელი დროის მანძილზე.
1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობას ,,არჩევნებით, თუ რევოლუციით” ხელისფლებაში მოყავს ავანტურისტებით და თაღლითებით დაკომპლექტებული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთიდაიგივე, ანტიეროვნულ, ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ, ხოლო ამ სისტემის არქიტექტორებს - შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილს აღმერთებენ და ემონებიან. 

ოცი წლის მანძილზე ერმა ვერ გაარჩია მტერი და მოყვარე, ტყუილი და სიმართლე, რასაც მოყვა ლოგიკური შედეგი - მოსახლეობისგან დაშრეტილი, ეკონომიკურად განადგურებული და ზნეობისგან დაცლილი ქვეყანა.
ალბათ ამ გარემოებამ აიძულა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, რამდენიმე დღის წინ, თავის ქადაგებაში ეთქვა ერისთვის, რომ ქართველებს პრობლემა გვაქვს ანალიტიკურ აზროვნებასთან.

Comment

"პოლიტიკური მონსტრები"

on . Posted in ბლოგი


joomplu:177
1768 წელს გამოცემულ ბრიტანულ ენციკლოპედიის თანახმად ადამიანთა მოდგმა დაყოფილი იყო შემდეგ ტომებად ამერიკელები, აზიატები, აფრიკელები, ევროპელები და მონსტრები.


XX საუკუნის ბოლო და XXIსაუკუნის დასაწყისი ამ პოლიტიკური მონსტრების აღზევების ხანაა, რაც საუბედუროდ პირდაპირ აისახა ჩვენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. 1994 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს ქვეყნის განვითარების სამი ძირითადი ფუნდამენტალური პოსტულატის ,,მამული, ენა, სარწმუნოები“-ს მიზანმიმართული ნგრევა, რომლის მთავარი შემომქმედნი არიან: შევარდნაძე, სააკაშვილი და მათი ფინანსური გარანტი და დღეს ხელისუფლებაში მყოფი ოლიგარქი ივანიშვილი.

ამ პოლიტიკური მონსტრების ანტისახელმწიფოებრივი ქმედების სავალალო შედეგები სახეზეა: დაკარგული ტერიტორიები, დაკნინებული და მეორეხარისხოვნად ქცეული ქართული ენა, განადგურებილი განათლების, ჯანდაცვის სისტემა და მოსახლეობის ამ ორ ძირითად უფლებაზე ფინანსური ხელმიუწვდომლობა, უპრეცედენტო შეტევა მართლამადიდებლობაზე, რასაც მოყვა გეი აღლუმები და მათი დამცველების გააქტურება, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა და ყველაფრის ამის გვირგვინი მარგველაშვილის პრეზიდენტად დასმა, რომელმაც საკუთარ ნაშრომში ქართველ ერს მოდებილო გაუნაათლებელი ერის სტატუსი მიანიჭა....

Comment

შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ

on . Posted in ბლოგი

joomplu:173

ინფორმაცია განსჯისთვის
შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ

პაატა ჩოხელი

საქართველო 1990 წელი:
მოსახლეობა 5 მლნ. 500 ათასი; მაღალ დონეზე განვითარებული მძიმე და მსუბუქი მრეწველობა; ძლიერი სოფლის მეურნეობა. ათობით ქვეყანაში ხდება კონკურენტუნარიანი პროდუქციის ექსპორტი. საბჭოთა კავშირის მასშტაბით, საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა უმაღლესი განათლების პირთა რაოდენობით. სამეცნიერო წრეები წარმოდგენილია მსოფლიო დონის პროფესიონალებით. საყოველთაოდ აღიარებულია ქართული მწერლობა, თეატრი, მწერლობა, პოეზია და კინემატოგრაფია. ქვეყანაში არის უფასო ჯანდაცვა და განათლება. არ არსებობს უმუშევრობა. მოსახლეობა სოცილურად სრულადაა დაცული.
საქართველო 2013 წელი.
მოსახლეობა 3 მლნ 200 ათასი. სახეზეა დემოგრაფიული კატასტროფა. გაეროს მიერ ქართველი ერი შეყვანილია მომაკვდავ ერთა სიაში. ,,იუნისეფი”-ს მონაცემებით, საქართველოში არასრულფასოვანი კვების შედეგად, ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის 350 ბავშვი იღუპება, ხოლო 77 ათასი - შიმშილობს; 600 ათასი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. საქართველომ დაკარგა ტერიტორიის 20 პროცენტი. ქართული მიწების მცოცავ ანექსიას ახორციელებენ ჩვენი ახლო მეზობლები: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი. მოსახლეობისგან დაცლილ სოფლებს ეპატრონებიან აზიიდან და აფრიკიდან ჩამოსული ბიზნესმენები და ემიგრანტები. განადგურებულია ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი, ხოლო რაც გადარჩა, ასევე უცხო ინვესტირთა ხელშია გადასული.
ქვეყანაში ვითარდება მხოლოდ კოლონიური ქვეყნებისთვის დამახასიათრებელი დარგები; შენდება სასტუმროები, რესტორნები, სამორინეები. ქართველი ერი საკუთარ სამშობლოში მონადაა გადაქცეული, რომლის ფუნქციაა უცხო ინვესტორების და ბიზნესმენების მომსახურეობა და მათი სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილება.

Comment

მერე გვიანი არ იყოს თითზე კბენა

on . Posted in ბლოგი

ლეილა გაფრინდაშვილი
joomplu:84
 ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ გამოავლეს პირში ჩალა, მოატყუეს და მასხარად აიგდეს. გამოსწორების ნაცვლად, ეკონომიკა ჩააფლავეს, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელეს, გლეხები უპატრონოს მიატოვეს, მენაბრეები_ ღვთის ანაბარა; პენსიონერები საერთოდ მიივიწყეს, სოციალურად დაუცველები _სიკვდილისთვის გაწირეს, საქართველო მავთულხლართებში მოაქციეს, დევნილები გაურკვევლ მდგომარეობაში დატოვეს. გაურკვეველია ქვეყნის საგარეო ორინეტაცია, ერთს ამბობენ, მეორეს_აკეთებენ. საით მივექანებით?- ხალხისთვის უფრო მეტადაა გაურკვეველი.
კოაბიტირებულმა ხელისუფლებამ, ნაციონალებთან ერთად საზოგადოებას თვათმაქცობის ‘მასტერკლასი” ჩაუტარა და სამართლიანობისთვის მებრძოლ ხალხს “ბედიერებისთვის მებრძოლი” ორი ძალა შერჩა ხელთ: “ოცნება-ნაციონალების” ალიანსი.
ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აფრთხილებდნენ საზოგადოებას, რომ საქართველოს წინააღმდეგ ახალი მზაკვრული გეგმა და შეთქმულება მზადდებოდა, არაფერი შეიცვლებოდა. ხელისუფლებაში იგივე ძალა მოდიოდა, რომელმაც ოცი წლის განმავლობაში ამ უბედურ დღემდე მიიყვანა საქართველო, მაგრამ სიმართლის თქმისთვის ხალხის რისხვა, ლანძღვა-გინება მივიღეთ. არ შევუშინდით ამ არაპოპულარულ ნაბიჯებს და ერის და ღვთის წინაშე კვალავ პირნათელნი წარვსდექით. დანარჩენი თავად ხალხმა განსაჯოს.

Comment

წითელი დრაკონი

on . Posted in ბლოგი

პაატა ჩოხელი

joomplu:82მაო ძედუნი ამბობდა: “საზღვარი ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის უნდა გადიოდეს ტაშკენტზე”. ეს სურვილი, ჩინეთს, რამოდენიმე ათეული წლის წინ ქონდა, როცა ის ჯერ კიდევ ღატაკი, მეორეხარისხოვანი ქვეყანა იყო.
    დღეს სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი და მოგეხსენებათ, რომ ჩინეთი უძლიერეს ეკონომიკის მქონე, ატომური იარაღით აღჭურვილ, მილიარნახევრიან მოსახლეობის მქონე ზესახელმწიფოს წარმოადგენს. ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაიზარდა მისი პოლიტიკური ამბიციები და საკუთარი სახელმწიფოს საზღვარს, ჩინეთის პოლიტიკური წრეები უკვე ასტრახანის და კასპიის ზღვის გასწვრივ მოიაზრებენ.
    ჩინეთი მათთვის საინტერესო ქვეყნას სამხედრო აგრესიით, ჯარით და ოკუპაციით კი არ იპყრობს, არამედ  შენიღბული მეთოდით.  საქმე გვაქვს კარგად გააზრებულ და მოფიქრებულ მცოცავ ანექსიასთან, რომელიც ხორციელდება საკმაოდ მარტივი პრინციპით: გაღატაკებული და კორუმპირებული ხელისუფლების მქონე ქვეყანაში პეკინი ახორციელებს სოლიდურ ინვესტიციებს ეკონომიკის ყველა სფეროში: მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა; სხვადასხვა მეთოდებით ახდენს მიწის  ფონდის შესყიდვას; უხვად გასცემს კრედიტებს სახელმწიფოზე, თუ კერძო პირებზე, რასაც ავტომატურად მოყვება ჩინეთიდან სპეციალისტების და მუშახელის უზარმაზარი მასის შემოსვლა, რის შედეგად  ადგილობრივი მოსახლეობა სულ რამოდენიმე წელიწადში სამშობლოდაკარგულ ეთნიკურ უმცირესობად გადაიქცევა.

Comment

“ნაცოცნების” ერთადერთობისკენ მიმართული ტრიუკი

on . Posted in ბლოგი

 
ნინო მეტრეველი

joomplu:77ნაციონალებში თვითგადარჩენის ინსტიქტი ამუშავდა და ძალიან უნიჭო პიარით დაკავდნენ. რეგიონებში პრაიმერიზის ჩატარება და ამით თავის და საკუთარი წევრები-აქტივისტების გართობა, უხერხულიცაა და ღიმილის მომგვრელიც. აშკარად აკლია სააკაშვილის ხელი. ბაქრაძე არც არასდროს იყო გამორჩეული პიარტექნოლოგიებში. როგორც ჩანს, დიდი ნაცები საბოლოოდ გაემიჯნენ მამამთავარს და მარჩენალს. აღარ სჭირდებათ და იმიტომ.
ერთი სიტყვით, პოლიტიკური ონანიზმით არიან დაკავებულები. კიდევ არ უშავს, თუ ეს მათ მაინც აძლევს სიმშვიდის და კმაყოფილების გრძნობას.
თავიდანვე ყველამ ვიცით, რომ მათი ამ ერთთვიანი კონცერტის შემდეგ, ნაცმოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება. ის ლამის ერთადერთი სახეა, ვინც კორუფციასთან არ იგივდება და დღეს ასეთი იმიჯი ძალიან სჭირდება ნაციონალურ მოძრაობას გადარჩენისთვის. მარტო “ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის სურვილი, “პარაშუტით დაეშვა” და გადაერჩინა ყოფილი მართველი ძალა, არ გამოვიდა. “ოცნება” იძულებული გახდა კოაბიტაციის სიმშვიდითვის რამდენიმე მოზრდილი ნაცთავი შეწირა.
კოაბიტაციის და “ნაცოცნების” პოლიტიკურ არენაზე დამკვიდრების წყურვილით ანთებული, “ენდიაის” დირექტორი ნავარო რეიტინგებში ცდილობს ამ ორ ძალად გაშლილებისთვის პირველი-მეორე ადგილებზე გადანაწილებას. სხვათაშორის, ეს ის ნავაროა,, რამდენიმე თვის წინ ‘ქართული ოცნება” გამოკითხვებში ოპოზიციურ ძალად რომ დაწერა და 8 პროცენტიც დაუწერა. მაშინ ეს ყველამ ‘გაატარა” ეტყობა, ‘ ეტყობა “ოცნების” “მაღარიჩის” მერე ბახუსზე იყოო. ლეიბორისტები “ენდიაის” დირექტორს მაღარიჩზე- ვერა (რა ვუთხარი უფულობას), მაგრამ სოციოლოგიური კვლევების ერთობლივად ჩატარებაზე ვეპატიჟებით, ტელევიზიებთან ერთად, რომ როგორმე იქნებ თვალები ავუხილოთ და დავანახოთ რეალური რეიტინგები და არა-“ნაოცნებარი”
ამ ბარკქანალის შემყურე, იქნებ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის გაუქმებაზეც გვეფიქრა. ამ პოსტის მფლობელი, კონსტიტუციით, ქვეყნის მეორე პირია, მაგრმ რეალურად ისე იკვეთება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ნულოვანი პოლიტიკური ფიგურაა.. ნინო ბურჯანაზეა და ამბობს, იქ რომ ვიყავი, არავინ არაფერს მეკითხებოდა, კი ვამბობდი, მაგრამ ვინ მისმენდაო. დათო ბაქრაძეა და, თურმე ახლა იგებს იმ ყველაფერზე, რაც ლამის მთელმა მსოფლიომ იცოდა. ისეთ ჭურში როგორ იჯდა ან ერთი, ან მეორე, რომ ამდენი ვაების შესახებ არაფერი იცოდნენ? ძალიანაც კარგად იცოდნენ. მაგრამ უბრალოდ “ეკიდათ’, იმიტომ რომ ძალიან თბილი სავარძელი დასათმობად არ ემეტებოდათ და ახლაც ნაგები სითბოსკენ მიილტვიან.

Comment

ბოლშევიკ-მენშევიკებივით

on . Posted in ბლოგი

joomplu:75
ბიძინა სატრაპსკი

ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო! შენ გევედრები! ისევ ისეთი ჯანმრთელნი და ტანმრთელნი ჩამოიყვანე ჩვენი ლომა ბიჭები ავღანეთის სასაკლაოდან, როგორებიც აქაურმა, თუ ევროპელმა სალახებმა და ყასბებმა გარეკეს სხვისი შვილები, რასმუსენის “ლოცვა-კურთხევით”, თავისი ‘პრინცები” კი სხვადასხვა ქვეყნის ფეშენბარებში ეტკბილებიან ამ ქვეყნიურ სიამებს.
 ანდრეს ფოგის სტუმრობამ და ჩვენი ტუტუცი მინისტრების ფოფინმა, ძველი ქართული ფილმის, “უკანასკნელი მასკარადის”, სანდრო ჟორჟოლიანისეული მენშევიკი პერსონაჟი გამახსენა: - ეგებ წითელი პომიდირი არც კი ესიამოვნოთ ინგლისელებს, წითელი ფერიაო. ეგრე იყოს ახლაც: ოცნების და ნაცმოს ელიტა ფეხქვეშ ეგებოდა უცხოელებს და თუ ვინმეს გგონიათ, ქვეყნის სიყვარულით აკეთბდნენ ამას, ადრე, თუ გვიან, ფსიქიატრიის სფეროში მოტრიალე რომელეიმე თეთრხალათიანთან, მოგიწევთ ვიზიტი.
ჩვენს მინისტრებს - ახლანდელებსაც, წინეებსაც და იმის წინეებსაც, იმაზე კარგად ვიცნობ, ვოდრე საჭიროა და თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ჩვეულებრივი მომხეჭველები არიან და სულ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველი ნატოში იქნბე თუ რუსეთის რომელომე ობლასტში. მათთვის მთავარია თვითონ ჰქონდეთ “ძაან დონე” კაბინეტები და გარს გრძელფეხება გოგოები ეხვიოთ, რომელთაც ხან ოფისსმენეჯერს დაარქმევენ, ხან საზოგადოებასთან ურთიერთობის რაცხას. ეგ არიას მაგათი “ანი და ჰოე”.
“ოცნება” და “ნაცმო” ბოლეშევიკ-მენშევიკებივით არიან ერთმანეთზე დაპირისპირებულნი, თუმცა არა იდეის, ან ქვეყნის სიყვარულის გამო, არამედ წილების, ქონების “დათრევის”, ერთმანეთთან პირადი წყენების გამო. ეს არის , თორემ ერთი და იგივე ტალახისგან არიან მოზელილ-გაკეთებულნი.
სხვის ომში ქართველი მეფეებიც აგზავნიდნე ჯარს, მაგრამ მაგალითად თეიმურაზ მეორე, სარდლად, თავის ვაჟს_ ერეკლეს აყოლებდა. ვიდრე ერეკლე ხმლის ქნევის ასაკას მიაღწევდა, თავად სარდლობდა. თქვენ რაც გინდათ თქვით, და მე, სარდლად მიშა, ან ბიძინა, ან მათი ნაგრამი ვერ წარმომიდგენია, მით უმეტეს მათი სკლინტიანი მინისტრები და გოგლი-მოგლით გაზრდილი ბღარტები.

Comment

ქველმოქმედება თუ პოლიტიკური სტარტი?!

on . Posted in ბლოგი

 
ნინო მეტრეველი

joomplu:69რომელი სურვილი უფრო ადრე ჩნდება ტაძრის აშენების და ქველმოქმედების, თუ ქვეყნის პირველი პირობის?
რაც პაატა ბურჭულაძემ პრეზიდენტობის სურვილზე ორჭოფული განცხადება გააკეთა, გულდაწყვეტილი დავფიქრდი: აკეთებს კი ვინმე უანგაროდ რამეს ამ ქვეყანაში? ქველმომქმედის სახელს რომ მოიხვეჭ და ტაძრის მშენებლობისთვის ხალხი ამისთვის შენი მადლიერია, ეს უკვე არის აუცილებელი წინაპირობა, რომ ძალიან მალე ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი გაგიჩნდეს? რომელი სურვილი უფრო ადრე ჩნდება ტაძრის აშენების და ქველმოქმედების, თუ ქვეყნის პირველი პირობის?
რით ვერ მოხვდა ამ ქვეყანაში ერი და ბერი, რომ ქვეყანას ექსპერიმენტები კი არა რეალური საქმის მცოდნე მართველი სჭირდება? რომ კარგი ბიზნესმენობა, სპორტსმენობა, მომღერლობა და მოცეკვავეობა არ ნიშნავს რომ ქვეყნის კარგი მართველი იქნები?
პოლიტიკოსობას , მით უმეტეს ქვეყნის სადავეების ხელთ პყრობას ელენეტარული პოლიტიკის ანა-ბანის ცოდნა სჭირდება. სულ მცირე, კანონდებლობლობასა და კონსტიტუციაზე უნდა გქონდეს წარმოდგენა; მკვეთრად ჩამოყალიბებული პოლიტიკური პრინციპები და ქვეყნის განვითარენის რეალური ხედვა უნდა გქონდეს. მხოლოდ კეთილი სურვილები- “მინდა ეს გავაკეთო,” “მოდი ამასაც ვცდი,” “მე გამომივა,” ან “მოდი ამით ვინემეზე შურს ვიძიებ!”_არ ადგება ქვეყანას. და ამას უკვე მერამდენედ ვგრძნობთ საკუთარ ტყავზე.
ამათ რა უჭირთ გამოუვათ გამოუვათ, არადა დაიხურავენ თავზე ქუდს და გაუყვებიან შარას, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? ხალხის სიყვარულით თუ არაადაქევატური ნდობით გათამამებულ-გატუტუცებული, პოლიტიკას გასართობად მიწებებულები თავიაანთი ამბიციურობით ცხოვრებას უფრო და უფრო რომ გვიმძიმებენ?

Comment

რატომ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტად შალვა ნათელაშვილი?

on . Posted in ბლოგი

joomplu:46
ბიძინა სატრაპსკი

    რატომ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტად  შალვა ნათელაშვილი?
იმიტომ, რომ ჩვენიანია, ჩვენი სისხლი და ხორცია, ერთ-ერთი ჩვენთაგანია, ჩვენი ცხოვრებით ცხოვრობს;
იმიტომ, რომ ჩვენ გათითოკაცებულნი ვართ, ჩვენს პრობლემებში, ტკივილებში, ყოველდღიურობაში ჩაკეტილნი. მას კი

Comment

იმუშავეთ ვირებო, ჭამეთ ბრიგადირებო!

on . Posted in ბლოგი

joomplu:43ბიძინა სატრაპსკი

   დაიმსხვრა და გაქრა ოცნება, რომ დიდზე-დიდი ბიძინა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფულის შოვნაზე და საკუთარ სეიფებში გამოკეტვაზე კი აღარ იფიქრებდა, არამედ მუთაქებს გახსნიდა და თავის სულიერი მამის – ედუარდის და სულიერი ძმის – მიხეილის მიერ გაფხეკილ ჯიბეებს დაგვიტენიდა.

Comment

სულ რომ არაფერ შუაში იყო, ანუ ხუიბუტიას “პოლიტმეტრული” ვნებანი
 
ბიძინა სატრაპსკი
 
joomplu:35
გასულ უქმეებზე, ნინო ჟიჟილაშვილის “პოლიტმეტრს”, სხვებთან ერთად, მოსკოვში მცხოვრები ხუბუტიაც სტუმრობდა და უაღრესად “ბრძნული” აზრები აფრქვია. დროდადრო კი ისე აბრიალებდა თვალებს, როგორც ბჟოლის ფუღუროდან გამომზირალი, თაგვების ყლაპვით გამსკდარი ბუ. იჯდა ეს მოკლე კაცი ღია ეთერში, თუმცა რა იჯდა (იჯდე რაააო), მაღალ სკამზე შესკუპებული, წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა და რომ არა,

Comment

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად