ქველმოქმედება თუ პოლიტიკური სტარტი?!

on . Posted in ბლოგი

 
ნინო მეტრეველი

joomplu:69რომელი სურვილი უფრო ადრე ჩნდება ტაძრის აშენების და ქველმოქმედების, თუ ქვეყნის პირველი პირობის?
რაც პაატა ბურჭულაძემ პრეზიდენტობის სურვილზე ორჭოფული განცხადება გააკეთა, გულდაწყვეტილი დავფიქრდი: აკეთებს კი ვინმე უანგაროდ რამეს ამ ქვეყანაში? ქველმომქმედის სახელს რომ მოიხვეჭ და ტაძრის მშენებლობისთვის ხალხი ამისთვის შენი მადლიერია, ეს უკვე არის აუცილებელი წინაპირობა, რომ ძალიან მალე ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი გაგიჩნდეს? რომელი სურვილი უფრო ადრე ჩნდება ტაძრის აშენების და ქველმოქმედების, თუ ქვეყნის პირველი პირობის?
რით ვერ მოხვდა ამ ქვეყანაში ერი და ბერი, რომ ქვეყანას ექსპერიმენტები კი არა რეალური საქმის მცოდნე მართველი სჭირდება? რომ კარგი ბიზნესმენობა, სპორტსმენობა, მომღერლობა და მოცეკვავეობა არ ნიშნავს რომ ქვეყნის კარგი მართველი იქნები?
პოლიტიკოსობას , მით უმეტეს ქვეყნის სადავეების ხელთ პყრობას ელენეტარული პოლიტიკის ანა-ბანის ცოდნა სჭირდება. სულ მცირე, კანონდებლობლობასა და კონსტიტუციაზე უნდა გქონდეს წარმოდგენა; მკვეთრად ჩამოყალიბებული პოლიტიკური პრინციპები და ქვეყნის განვითარენის რეალური ხედვა უნდა გქონდეს. მხოლოდ კეთილი სურვილები- “მინდა ეს გავაკეთო,” “მოდი ამასაც ვცდი,” “მე გამომივა,” ან “მოდი ამით ვინემეზე შურს ვიძიებ!”_არ ადგება ქვეყანას. და ამას უკვე მერამდენედ ვგრძნობთ საკუთარ ტყავზე.
ამათ რა უჭირთ გამოუვათ გამოუვათ, არადა დაიხურავენ თავზე ქუდს და გაუყვებიან შარას, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? ხალხის სიყვარულით თუ არაადაქევატური ნდობით გათამამებულ-გატუტუცებული, პოლიტიკას გასართობად მიწებებულები თავიაანთი ამბიციურობით ცხოვრებას უფრო და უფრო რომ გვიმძიმებენ?  
ამ ადამიანებმა, რომ ის საქმე გააგრძელონ, ტაც კარგად გამოსდით და რის გამოც სარგებლობენ პატივისცემით და ჩვენს ხარჯზე პოლიტიკური ამბიციების გაშლას თავი ანებონ, არ შეიძლება? აი, ჩვენ არ ვედარდებით, ან ჰგონიათ, რომ ისე კარგად იციან ყველაფერი, რომ ამასაც შეძლებენ, მაგრამ ის მაინც არ იციან, რომ პოლიტიკოსები ხალხს გულზე არ ეხატებათ და შესაბამისად იმ სიმპათია-სიყვარულს რატომ კარგავენ რაც ხალხში აქვთ? ნუთუ ასე დიდია მათში ძალაუფლების წყურვილი, რომ წლების მანძილზე მუჭა-მუჭა ნაგროვებ ავტორიტეტს-ქველმოქმედის და ტაძრის მაშენებლის, ასე ერთაბშად ფანტავენ ჰაერში?
პოლიტიკაში მაინც უკვე თავის საქმეში ყავლგასული სპორტსმენები, მსახიობები, მომღერლები მიდიან. (სხვანაირად წარმოუდგენელიცაა რატომ უნდა დატოვო წარმატებულმა ადამიანმა შენი საქმე), ვინც ტაშს და ხანგრძლივ ‘ბრავოსაა” მიჩვეული და და ახალ, უფრო მქუხარე ტაშს უკვე მაღალ სავარძელზე ელოდება. მათ, ალბათ გულწრფელად ჯერათ, რომ გამოუვათ, რომ კეთილ სურვილებს რეალობაში მოიყვენენ და მათ, როგორც პროფესიონელების მიმართ უკვე მინელებულ აღტაცებულ შეძახილებს პრეზიდენტის, თუ პრემიერის სკამზე გაიხანგრძლივებენ. ეს ხშირად მყიფე თავდაჯერების ცოდვა მეტწილად იმ პოლიტიკოსების კისერზეა, ვინც მათ, საკუთარი ინტერესების და მოგების გამო, არწმუნებენ, რომ თუ ბიზნესი, სიმღერა და კრივი გამოსდით, ქვეყნის მართვაც გამოუვათ. Uფრო სწორად, ქველმოქმედის და ტაძრის მშენებლის მაღალი ავტორიტეტის გამო, ქართველი ხალხი მას ხმას მისცემს. რა იქნება მერე? მერე ის იქნება, რაც დღეს ბატონ ივანიშვილს უკვე მოუვიდა. ბიზნესმენს ქვეყნის მართვა არ გამოუვიდა და პოლიტიკიდან გარბის, სანამ მთლიანად შემოეძარცვება ის ნდობა, რაც გამოყვა. ხეირში კი (პოლიტიკურშიც და ფინანსურშიც), მხოლოდ მის წრეში მოტრიალე პოლიტიკოსები რჩებიან.
იქნებ ივანიშვილის პრეცედენტი მაინც აღმოჩნდეს მაგალითი სხვებისთვის, ერისთვის და ბერისთვის, რომ ქველმომომქმედობა, კარგი ბიზნესმენობა, კარგი მომღერლობა, კარგი მოცეკავეობა , ტაძრების აშენება, ეკლესიის მაღალი ნდობა, ამბიციები და კარგი სურვილები არ ნიშნავს რომ ქვეყნის მართვა შეგიძლია.
გააგრძელეთ ბატონებო ის, რასაც აქამდე აკეთებდით და რის გამოც გცემთ ხალხი პატივს და ნუ გვაფიქრებინებთ, რომ თქვენს ქველმოქმედებაში, ტაძრების მშენებლობაში თქვენი, პირადი ქვენა გრძნობები იდო აპრიორი.
ყველა საქმეს ცოდნა უნდა.
ნუ აყვებით პოლიტიკოსების ავანტურას, რომელთაც საკუთარი ანგარებითი ინტერესები ამოძრავებთ.
ჩვენ და ქვეყანას თუ არ უფრთხილდებით, რომელიც შეიძლება თქვენმა დილეტანტობამ ბოლომდე გადაჩეხოს უფსკრულში, საკუთარ ავტორიტეტს მაინც გაურთხილდით, ის ტაში შემოინახეთ წლების მანძილზე რომ მიგიღიათ. იცოდეთ, პოლიტიკოსებს, მით უმეტეს პოლიტიკურ ‘ღამურებს” ტაშს დიდ ხანს არ უკრავენ, თან ეს ტაში სრულიად არაგულწრფელია.
მართლა ნუ გვაფიქრებინებთ, რომ თქვენი ქველმოქმედება უანგარო კი არ იყო, არამედპოლიტიკური სურვილებით იყო განპირობებული.
აღარ გვაქვს ექსპერიმენტების დრო! მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო, ისე ნუ მოგდით.
პური მეპურემ უნდა გამოაცხოს.

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად