“ნაცოცნების” ერთადერთობისკენ მიმართული ტრიუკი

on . Posted in ბლოგი

 
ნინო მეტრეველი

joomplu:77ნაციონალებში თვითგადარჩენის ინსტიქტი ამუშავდა და ძალიან უნიჭო პიარით დაკავდნენ. რეგიონებში პრაიმერიზის ჩატარება და ამით თავის და საკუთარი წევრები-აქტივისტების გართობა, უხერხულიცაა და ღიმილის მომგვრელიც. აშკარად აკლია სააკაშვილის ხელი. ბაქრაძე არც არასდროს იყო გამორჩეული პიარტექნოლოგიებში. როგორც ჩანს, დიდი ნაცები საბოლოოდ გაემიჯნენ მამამთავარს და მარჩენალს. აღარ სჭირდებათ და იმიტომ.
ერთი სიტყვით, პოლიტიკური ონანიზმით არიან დაკავებულები. კიდევ არ უშავს, თუ ეს მათ მაინც აძლევს სიმშვიდის და კმაყოფილების გრძნობას.
თავიდანვე ყველამ ვიცით, რომ მათი ამ ერთთვიანი კონცერტის შემდეგ, ნაცმოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება. ის ლამის ერთადერთი სახეა, ვინც კორუფციასთან არ იგივდება და დღეს ასეთი იმიჯი ძალიან სჭირდება ნაციონალურ მოძრაობას გადარჩენისთვის. მარტო “ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის სურვილი, “პარაშუტით დაეშვა” და გადაერჩინა ყოფილი მართველი ძალა, არ გამოვიდა. “ოცნება” იძულებული გახდა კოაბიტაციის სიმშვიდითვის რამდენიმე მოზრდილი ნაცთავი შეწირა.
კოაბიტაციის და “ნაცოცნების” პოლიტიკურ არენაზე დამკვიდრების წყურვილით ანთებული, “ენდიაის” დირექტორი ნავარო რეიტინგებში ცდილობს ამ ორ ძალად გაშლილებისთვის პირველი-მეორე ადგილებზე გადანაწილებას. სხვათაშორის, ეს ის ნავაროა,, რამდენიმე თვის წინ ‘ქართული ოცნება” გამოკითხვებში ოპოზიციურ ძალად რომ დაწერა და 8 პროცენტიც დაუწერა. მაშინ ეს ყველამ ‘გაატარა” ეტყობა, ‘ ეტყობა “ოცნების” “მაღარიჩის” მერე ბახუსზე იყოო. ლეიბორისტები “ენდიაის” დირექტორს მაღარიჩზე- ვერა (რა ვუთხარი უფულობას), მაგრამ სოციოლოგიური კვლევების ერთობლივად ჩატარებაზე ვეპატიჟებით, ტელევიზიებთან ერთად, რომ როგორმე იქნებ თვალები ავუხილოთ და დავანახოთ რეალური რეიტინგები და არა-“ნაოცნებარი”
ამ ბარკქანალის შემყურე, იქნებ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის გაუქმებაზეც გვეფიქრა. ამ პოსტის მფლობელი, კონსტიტუციით, ქვეყნის მეორე პირია, მაგრმ რეალურად ისე იკვეთება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ნულოვანი პოლიტიკური ფიგურაა.. ნინო ბურჯანაზეა და ამბობს, იქ რომ ვიყავი, არავინ არაფერს მეკითხებოდა, კი ვამბობდი, მაგრამ ვინ მისმენდაო. დათო ბაქრაძეა და, თურმე ახლა იგებს იმ ყველაფერზე, რაც ლამის მთელმა მსოფლიომ იცოდა. ისეთ ჭურში როგორ იჯდა ან ერთი, ან მეორე, რომ ამდენი ვაების შესახებ არაფერი იცოდნენ? ძალიანაც კარგად იცოდნენ. მაგრამ უბრალოდ “ეკიდათ’, იმიტომ რომ ძალიან თბილი სავარძელი დასათმობად არ ემეტებოდათ და ახლაც ნაგები სითბოსკენ მიილტვიან.  
ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილი დანაშაულზე მეტია და დამნაშავეები კველავ ქვეყნის პირველი პირობისთვის კი არ უნდა იბრძოდნენ, არამედ ხალხი მათ იმ წლებში მომხდარზე უნდა სთხოვდეს პასუხს, რაც მათი მეორე პირობისას ხდებოდა და რაზეც დღეს ოსტატურად იბანენ ხელებს.
ამ სადო-მაზოხისტური ‘მეოცნებეობით”, დათო ბაქრაძე აქტივის შენარჩუნებას და ნაციონალების გამოიკოხტავება-გაცოცხლებას ცდილობს, ნახეთ რა დემოკრატები და დასავლურები ვართ ნაცმოელები, კანდიდატსაც კი პარაიმერით ვირჩევთო. ისემც შეგირცხვათ ცხვირი! ეგ დემოკრატიულობანა და შეცდომები ახლა რომ მორცხვი სახით აღიარებთ, შეგვეშალაო, ცოტა ადრე ვერ შენიშნეთ და ვერ გამოასწორეთ? თუ არავინ არაფერს გეკითხებოდათ, რატომ აკავებდით ამ მნიშვნელოვან სკამს, რატომ “აპრავებდით” სააკაშვილის რეჟიმს წლების მანძილზე, ჯერ ბურჯანაძე და შემდეგ ბაქრაძე?
ისეთ დღეში არიან ყოფილი და ახლანდელი ნაცები, გეგონება, სული ამოხდათ სააკაშვითან და მის ხელისფლებასთან ბრძოლაში და იმ დროს შალვა ნათელაშვილი ფართო, მაღალ სავარძელში იყო წამოკოტრიალებული და სააკაშვილი-მერაბიშვილი-უგულავას ყველა სიკეთით ის სარგებლობდა, ესენი კი არა.
მერიის დაკავებულ თანადებობის პირებს, რესპუბლიკელი საყვარლიძე უდგება თავდებად. ბაქრაძემ მზადაა ივანიშვილთან ყველა თმაზე ილაპარაკოს; საკრებულოს და პარლამენტის თავგამოდებული ნაციონალები, წლების მანძილზე სააკაშვილის კარიბჭესთან რომ იყვენენ გამაგრებულები, მეოცნებეები ხდებიან და ცოტა ხანში ყველაზე მეტად დაუწყებენ სააკაშვილს გინებას.
ნაციონალების “პარაშუტით დაშვებას” რამდენიმე თავი კი შეეწირა, მაგრამ ესეც პოლიტიკური აუცილებლობა იყო, სამაგიეროდ ივანიშვილმა ეს პირობა მაინც შეასრულა და ქართული პოლიტიკის ორპულუსინობაზე მუშაობს, უფრო ზუსტად-ერთგუნდურობაზე. ისე, როგორც ახალი ქართული პოლიტიკის გურუს უნდა- პოზიციაც და ოპოზიციაც ვარდოსნები უნდა იყვნენ. ამიტომ უკეთებენ იგნორირებას სააკაშვილის და ივანიშვილის მედიასაშულებები შალვა ნათელაშვილს და ლეიბოროსტულ პარტიას. Aამიტომ ლაგდება მათ მიერ დაკვეთილ სოციალურ გამოკითხვებში “რეიტინგულ” ლიდერებში მოქკავშირ-ნაცმო-ოცნების კანდიდატები. ხალხს არჩევანის გაკეთებას ცუდსა და უარესს შირის სთავაზობენ.
გადაყლაპავს, თუ არა ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ‘მაღლიდან” შეთავაზებულ, კვლავ ერთი პოლიტიკური ჯგუფის გეგმას და მოდელს და ისევ მისცემს თუ არა რამდენჯერმე სახეშეცვლილ პოლიტიკოსებს ხმას, ამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საქართველოს მომავალი.

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად