წითელი დრაკონი

on . Posted in ბლოგი

პაატა ჩოხელი

joomplu:82მაო ძედუნი ამბობდა: “საზღვარი ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის უნდა გადიოდეს ტაშკენტზე”. ეს სურვილი, ჩინეთს, რამოდენიმე ათეული წლის წინ ქონდა, როცა ის ჯერ კიდევ ღატაკი, მეორეხარისხოვანი ქვეყანა იყო.
    დღეს სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი და მოგეხსენებათ, რომ ჩინეთი უძლიერეს ეკონომიკის მქონე, ატომური იარაღით აღჭურვილ, მილიარნახევრიან მოსახლეობის მქონე ზესახელმწიფოს წარმოადგენს. ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაიზარდა მისი პოლიტიკური ამბიციები და საკუთარი სახელმწიფოს საზღვარს, ჩინეთის პოლიტიკური წრეები უკვე ასტრახანის და კასპიის ზღვის გასწვრივ მოიაზრებენ.
    ჩინეთი მათთვის საინტერესო ქვეყნას სამხედრო აგრესიით, ჯარით და ოკუპაციით კი არ იპყრობს, არამედ  შენიღბული მეთოდით.  საქმე გვაქვს კარგად გააზრებულ და მოფიქრებულ მცოცავ ანექსიასთან, რომელიც ხორციელდება საკმაოდ მარტივი პრინციპით: გაღატაკებული და კორუმპირებული ხელისუფლების მქონე ქვეყანაში პეკინი ახორციელებს სოლიდურ ინვესტიციებს ეკონომიკის ყველა სფეროში: მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა; სხვადასხვა მეთოდებით ახდენს მიწის  ფონდის შესყიდვას; უხვად გასცემს კრედიტებს სახელმწიფოზე, თუ კერძო პირებზე, რასაც ავტომატურად მოყვება ჩინეთიდან სპეციალისტების და მუშახელის უზარმაზარი მასის შემოსვლა, რის შედეგად  ადგილობრივი მოსახლეობა სულ რამოდენიმე წელიწადში სამშობლოდაკარგულ ეთნიკურ უმცირესობად გადაიქცევა.
    ამის ნათელი მაგალითია: ტაილანდი და მალაიზია, სადაც მოსახლეობის 20-30 პროცენტი უკვე ჩინელია და ისინი ეკონომიკის 70 პროცენტს აკონტროლებენ.
ანალოგიური სიტუაციაა შუა აზიაში. ტაჯიკეთმა პეკინის სასარგებლოდ თავისი ტერიტორიის 1358 კვ.კმ დათმო, ყირგიზეთმა-1160, ყაზახეთმა – 407 კვ.კმ. ტაჯიკეთის საგარეო ვალის 40 პროცენტი ჩინურია; ყაზახეთის ნავთობის 30 პროცენტი ეკუთვნის ჩინურ კორპორაციებს, ხოლო მათ მიწებს ათასობით ჩინელი ფერმერი ფლობს. ყირგიზეთის უდიდესი რკინის საბადო “ჯეტიმ-ტოო” ასევე გაადასული ჩინელების  ხელში.
    ანალოგიური სქემით ჩინეთი მუშაობს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ძალიან ინტენსიურად -საქართველოში.
    როგორც მოგეხსენებათ, ჩინელების ეკონომიკური აქტიურობა საქართველოში, უაღრესად გაიზარდა, რასაც  ჩინური ეროვნების მოსახლეობის ზრდა მოყვა. თუ ამას დავუმატებთ მათი დასახლებების მშენებლობას, თბილისსა და ქუთაისის გარეუბნებში, სადაც ასობით ათასი ჩინელი დასახლდება, გასაგები გახდება, თუ რა დიდი საფრთხის წინაშე დგას ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართველი ერის მომავალი.
    მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, საქართველო იყო მრავალეროვანი ქვეყანა, სადაც თავშესაფარს პოულობდნენ სხვდასახვა ერის წარმომადგენლები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ჩვენს სიკეთეს იგივეთი არ პასუხობდნენ. ქართველთა ამ ხასიათს, ცხოვრების წესს, ბევრი პოლიტოლოგი, ისტორიკოსი, თუ სოციოლოგი ტოლერანტობით ხსნის. ტოლერანტობის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ უკვე დროა მძიმე ეკონომიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ მდგომარეობაში მყოფმა ქართველმა ერმა განსაზღვროს და პრევენცია გააკეთოს იმ საფრთხის, რის წინაშეც ვდგავართ.
    არსებული პრობლემის გამო ლეიბორისტულმა პარტიამ არაერთი ბრიფინგი ჩაატარა, Mმაგრამ ქართველების ლეტარგიული ძილიდან გამოყვანა,  ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა და როგორც ჩანს, ვერც მოხერხდება, სანამ საქართველოს ხელისუფლებაში არ მოვა ისეთი ეროვნული ძალა, როგორიც საქართველოს ლეიბორისტული პარტიაა.

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად