მერე გვიანი არ იყოს თითზე კბენა

on . Posted in ბლოგი

ლეილა გაფრინდაშვილი
joomplu:84
 ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ გამოავლეს პირში ჩალა, მოატყუეს და მასხარად აიგდეს. გამოსწორების ნაცვლად, ეკონომიკა ჩააფლავეს, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელეს, გლეხები უპატრონოს მიატოვეს, მენაბრეები_ ღვთის ანაბარა; პენსიონერები საერთოდ მიივიწყეს, სოციალურად დაუცველები _სიკვდილისთვის გაწირეს, საქართველო მავთულხლართებში მოაქციეს, დევნილები გაურკვევლ მდგომარეობაში დატოვეს. გაურკვეველია ქვეყნის საგარეო ორინეტაცია, ერთს ამბობენ, მეორეს_აკეთებენ. საით მივექანებით?- ხალხისთვის უფრო მეტადაა გაურკვეველი.
კოაბიტირებულმა ხელისუფლებამ, ნაციონალებთან ერთად საზოგადოებას თვათმაქცობის ‘მასტერკლასი” ჩაუტარა და სამართლიანობისთვის მებრძოლ ხალხს “ბედიერებისთვის მებრძოლი” ორი ძალა შერჩა ხელთ: “ოცნება-ნაციონალების” ალიანსი.
ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აფრთხილებდნენ საზოგადოებას, რომ საქართველოს წინააღმდეგ ახალი მზაკვრული გეგმა და შეთქმულება მზადდებოდა, არაფერი შეიცვლებოდა. ხელისუფლებაში იგივე ძალა მოდიოდა, რომელმაც ოცი წლის განმავლობაში ამ უბედურ დღემდე მიიყვანა საქართველო, მაგრამ სიმართლის თქმისთვის ხალხის რისხვა, ლანძღვა-გინება მივიღეთ. არ შევუშინდით ამ არაპოპულარულ ნაბიჯებს და ერის და ღვთის წინაშე კვალავ პირნათელნი წარვსდექით. დანარჩენი თავად ხალხმა განსაჯოს.  
ვინც ბიბლიას კარგად იცნობს, იცის, რომ ღვთის წიგნში მრავლადაა მოცემული უსამართლო რისხვის მაგალითები.
 ბიბლიური ნოე, ღვთის დავალებით, დიდი ხნის განმავლობაში ქადაგებდა, რომ დედამიწას წარღვნა ელოდებოდა და მის მიერ აშენებულ კიდობანში შესვლისას გადარჩენას პირდებოდა. მაშინ წვომები არ იყო და დედამიწა ცვარ-ნამით იკვებებოდა. კიდობანი, გარკვეულ დრომდე, ღია იყო და ყველას შეეძლო გადარჩენა.  ხალხს ეხვეწებოდნენ დაეჯერებინათ მისი. ნოეს დასცინოდნენ, მასხარად იგდებდნენ, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დადგნენ, გაახსენდათ ნოეს ნათქვამი. მას ეძახდნენ, სთხოვდნენ კიდობანში შეეშვათ, მაგრამ ნოეს უკვე აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლო. უფალმა კარი ჩაკეტა და ურწმუნო ხალხი დაიღუპა.
ჩემო ძვირფასო ქართველებო! სანამ გონებით არ ვიმოქმედებთ, არაფერი გვეშველება.
შალვა ნათელაშვილი გთხოვთ, გემუდარებათ, რეალურად შეხედოთ მიმდინარე პროცესებს, აწონ-დაწონოთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება. თუ არ დაუჯერებთ აუცილებლად წააგებთ . მერე, უკვე მერამდენედ ნუ იტყვით, შალვა მართლი იყოო და ნუღარ იწუწუნებთ. მერე გვიანი იქნება თითზე კბენანი.
ღმერთმა გიშველოთ!

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად