ხელისუფლებების ხელოვნური ცვლა და პიარტექნოლოგიებით ,,ტვინების გამორეცხვა”.

on . Posted in ბლოგი

joomplu:179

არსებობს ცნობილი მოსაზრება, რომ მოსახლეობის მცირე ნაწილი მუდმივად შეიძლება მოატყუო. ასევე შეიძლება მოატყუო მთელი ერი დროის მოკლე მონაკვეთში, მაგრამ მთელი ერის მუდმივად მოტყუება შეუძლებელია.

ქართველებმა თავისი უახლესი ისტორიის მანძილზე სამწუხაროდ, დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ერის მოტყუება-გაბითურება შესაძლებელია ყოველთვის, განუსაზღვრელი დროის მანძილზე.
1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობას ,,არჩევნებით, თუ რევოლუციით” ხელისფლებაში მოყავს ავანტურისტებით და თაღლითებით დაკომპლექტებული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთიდაიგივე, ანტიეროვნულ, ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ, ხოლო ამ სისტემის არქიტექტორებს - შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილს აღმერთებენ და ემონებიან. 

ოცი წლის მანძილზე ერმა ვერ გაარჩია მტერი და მოყვარე, ტყუილი და სიმართლე, რასაც მოყვა ლოგიკური შედეგი - მოსახლეობისგან დაშრეტილი, ეკონომიკურად განადგურებული და ზნეობისგან დაცლილი ქვეყანა.
ალბათ ამ გარემოებამ აიძულა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, რამდენიმე დღის წინ, თავის ქადაგებაში ეთქვა ერისთვის, რომ ქართველებს პრობლემა გვაქვს ანალიტიკურ აზროვნებასთან.

მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ მუდმივად იმყოფება ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი, პროპაგანდისტული მანქანის ზემოქმედების ქვეშ. ყოველ დღე, დაწყებული ანალიტიკური პოლიტიკური გადაცემებით, დამთვარებული ე.წ. იუმორისტული შოუებით, მიმდინარეობს მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვა. პრესა და ტელევიზია ნაცმოძრაობის და ,,ოცნების” ხელში, გადაიქცა ფსიქოტრონულ იარაღად, რომელიც ცდილობს სისტემისთვის სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილებები თავს მოახვიოს მოსახლეობას. იმედია ქართველობა გაიაზრებს რომ ამ სისტემის ხელში წარმოადგენს მანიპულირების ობიექტს და უარს ეტყვის ტენედენციურ, ცრუ ინფორმაციას, რომელსაც თაღლითი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები თავს ახვევენ და მაქსიმალურად დამოუკიდებლად გაერკვევა თუ ვინ მიიყვანა ქვეყანა არსებულ სავალალო პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობამდე.


პაატა ჩოხელი
პარტიის იდეოლოგიური სამსახურის უფროსი

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად