რამდენიმე შეკითხვა მოსახლეობას

on . Posted in ბლოგი

 

joomplu:199ყოველი ქართველი, რომელიც დაიბადა ამ ერის, ენის და კულტურის წიაღში, ცნობიერად, თუ ქვეცნობიერად, თავის თავზე უნდა იღებდეს ვალდებულებებს, რათა დაიცვას, არ მიატოვოს განსაცდელში და იბრძოლოს ერის კეთილდღეობისთვის და გაბრწყინებისთვის.

ეს ვალდებულება საერთო ეროვნულია, მაგრამ რამდენად ვაცნობიერებეთ თვითეული ჩვენთაგანი ამ დიდ პასუხისმგებლობას და თუ ვაცნობიერებეთ, რამდენად პატიოსნად და უანგაროდ ვასრულებთ მას? ეს პრობლემა გაცილებით უფრო მწვავედ იჩენს თავს, როდესაც საქმე პოლიტიკოსებთან გვაქვს.

 აღარ მოგაწყენთ თავს საუბრით საქართველოს ხელისუფლებაში, ოცი წლის მანძილზე მყოფ პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც ქვეყანა განადგურებამდე, ხოლო ერი გენოციდამდე მიიყვანეს, არამედ თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ოპოზიციაზე, რომელსაც არანაკლები ბრალი მიუძღვის ქვეყანაში დღეს არსებულ სიტუაციაზე.
დღევანდელი ოპოზიციის დიდი ნაწილი წარმოადგენს პოლიტიკურ ბალასტს ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის, რომლის ერთადერთი მიზანია პირადი სარგებლის პოვნა და ამ გზაზე ისინი არ ერიდებიან არც ტყუილს, არც ღალატს და არც ღია თანამშრომლობას კრიმინალურ ხელისუფლებებთან.
სამწუხაროდ, ოპოზიციის ეს ნაწილი პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს და თავისი ბინძური საქმიანობით ერში სრულ დემორალიზაციას და ნიჰილიზმს თესავს. ზუსტად ამ ოპოზიციის დამსახურებაა, რომ თბილისის ქუჩებში ასობით ათასი საპროტესტოდ და საბრძოლველად გამოსული ქართველი, ხელისუფლებასთან გარიგების შედეგად, ან სიმხდალის და უნიათობის გამო დაშალეს და სახლებში გაისტუმრეს. ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც 26 მაისს, დინამოს სტადიონზე, გამართულ საპროტესტო მიტინგზე დაბლოკა და სიტყვა არ მისცა შალვა ნათელაშვილს, რომელსაც მთელი სტადიონი ფეხზე დამდგარი ოვაციებით შეეგება; ზუსტად ის ოპოზიციაა, რომელიც მორიგი პოლიტიკური სპექტაკლის შედეგად, დღეს უკვე ხელისუფლებას წარმოადგენს და ძირითადათ დაკავებულია ბიზნესის გადანაწილებით და საკუთარი კეთილდღეობის მოწყობით.

 ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, ქართველი ერი ამ წლების მანძილზე რომ არ მოქცეულიყო გამყიდველი და ფსევდოლიდერების გავლენის ქვეშ. ამისთვის საკმარისი იყო მოსახლეობას დაესვა საკუთარი თავისთვის რამდენიმე მარტივი კითხვა:
1. რა პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონენი არიან ეს ლიდერები?
2. რომელ რეჟიმს ემსახურებოდნენ წარსულში?
3. ვის დავალებას ასრულებენ?
4. ვის წინაშე არიან პასუხისმგებელნი?
5. ვის და რას ემსახურებიან?
6. აქვთ, თუ არა მორალური და ზნეობრივი უფლება წარუძღვნენ ერს?
ამ შეკითხვების დასმის შემდეგ ქართველობა ლოგიკურად მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ შალვა ნათელაშვილია ის ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც საკუთარი და პარტიის ინტერესების საზიანოდაც კი, უპირისპირდებოდა და უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებაში ანტიეროვნული, კლეპტოკრატი რეჟიმების დამკვიდრებას. ასე იყო 2003 წელს, როდესაც ეიფორიაში ჩავარდნილი ქართველი ერი ,,ოსანას” უმღეროდა სააკაშვილს და ანათემას გადასცემდა ლეიბორისტულ პარტიას. ანალოგიური სიტუაცია განმეორდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც საყოველთაო აღტკინების ფონზე, ქართველობამ ნაციონალური მოძრაობა ჩაანაცვლა მორიგი ავანტიურისტებით, რომლებიც რეალურად მოქკავშირის და ნაცმოძრაობის ნაერთს წარმოადგენენ და ეს ყველაფერი ისევ ლეიბორისტების ლანძღვა-გინების ფონზე.
რეალურად მოსახლეობა უნდა გაერკვეს ერთ მარტივ ჭეშმარიტებაში. ლეიბორისტული პარტია არ არის ქვეყანაში ოცი წლის მანძილზე დამკვიდრებული უცხოეთიდან მართვადი ანტიეროვნული პოლიტიკური სისტემის ნაწილი, რაც განაპირობებს ჩვენთან ბრძოლის უბინძურეს მეთოდებს, როგორც ხელისუფლების, ისე მართვადი ოპოზიციის მხრიდან, ხოლო ამ ბრძოლის მეთოდები საკმაოდ მრავალფეროვანია, დაწყებული სპეცსამსახურების მიერ შეთხზული ჭორებიდან, დამთავრებული ტოტალურად გაყალბებული არჩევნებით.
იმედია, ამდენი იმედგაცრუების და ტყუილის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა მიხვდება, რომ ამ რეჟიმის ხელში ის წარმოადგენს მხოლოდ მანიპულირების საგანს, სათანადოდ შეაფასებს ლეიბორისტული პარტიის მრავალწლიან, უანგარო, თავგანწირულ ბრძოლას სამშობლოსთვის და მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ღირსეულ თავმოყვარე და მოაზროვნე ერს ეკადრება.

პაატა ჩოხელი
პარტიის იდეოლოგიური სამსახურის უფროსი

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად