რატომ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტად შალვა ნათელაშვილი?

on . Posted in ბლოგი

joomplu:46
ბიძინა სატრაპსკი

    რატომ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტად  შალვა ნათელაშვილი?
იმიტომ, რომ ჩვენიანია, ჩვენი სისხლი და ხორცია, ერთ-ერთი ჩვენთაგანია, ჩვენი ცხოვრებით ცხოვრობს;
იმიტომ, რომ ჩვენ გათითოკაცებულნი ვართ, ჩვენს პრობლემებში, ტკივილებში, ყოველდღიურობაში ჩაკეტილნი. მას კი თითოეული ჩვენთაგანის პრობლემა და მძიმე ყოველდღიურობა ტკივა;
იმიტომ, რომ, როცა ჩვენ კისრისტეხით, ფეხაშვერილნი გავრბოდით არჩევნებზე და ერთხმად ვირჩევდით ედუარდს, მიშას, ბიძინას, ის თავისი დიდი სეხნიის, შალვა ახალციხელის ხმით, ზარივით დაგვძახოდა: არ ენდოთ, ხმა არ მისცეთ, დაგვღუპავს და მერე გვიან იქნებაო. შემდეგ, როცა მართლა ძალიან გვიან იყო, ის ისევ გვამხნევებდა: მოდით, ნუ გეშინიათ, ერთობით და ძმობით გავიმარჯვებთო.
და ასე წლიდან წლამდე, ერთი უბედურებიდან მეორე უბედურებამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე... ედუარდამდე... ედუარდიდან მიხეილამდე... მიხეილიდან ბიძინამდე!.. რა შეიცვალა? ერთი თაღლითი და მაოხრებელი მეორემ შეცვალა, მეორე-მესამემ. თუ ხვალ-ზეგ, ისევ ვინმე ზემდიდარს და ზეთაღლითს გამოვეკიდებით, სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება. ედუარდმა გაგვაჩანაგა და ამოგვჟლიტა; მიშამ აგვაოხრა, ციხეში ჩაგვსვა და სკვითებს მიუგდო სამშობლი; ბიძინა თავისი “განუმეორებელი” ღიმილით, მშვიდად და წყნარად გვფცქვნის, უკვე ისე გაგვაღარიბა, ჩვენს თავზე გვეცინება. ერთხელაც ამ სიცილ-სიცილში გავიპარებით...
ამიტომ გვინდა შალვა! თავად კი არ უნდა გვეუბნებოდეს, ერთხელ მაინც გვანდეთ ქვეყანა და ჩვენ გადაგარჩენთო, ჩვენ უნდა შევუძახოთ: მოდი, გენდობით, გვიწინამძღვრე და გამოგყვებითო.
სხვათაშორის, ამ საუკუნის დასაწყისში, ერთმა მხარდამჭერმა დარბაზიდან შემოუძახა შალვას: - ბატონო შალვა, ისეთი მთავრობა გვინდა, რომელსაც ხალხი კლდეზეც კი გავყვებით.
-მთავრობას კი არ უნდა გაყვეს ხალხი, ხალხს უნდა გაყვეს მთავრობა_ უპასუხა შალვამ.
  ამიტომ, ქართველებო და არაქართველებო! ვინც იცით მიცემული და შეუსრულებელი სიტყვის ფასი; ვინც იცით მიცემული და შესრულებული სიტყვის ფას,  გავერთიანდეთ და ერთხელ მაინც ავირჩიოთ ჩვენიანი.
    ნუღარ გადადებთ, მასობრივად დაიძარით ლეიბორისტებისკენ, ჩვენი ათასობით მომხრისკენ! დადგა დრო, ერთად ვმართოთ  ჩვენი ათასჯერ აოხრებული ქვეყნა, იმ კაცთან ერთად, რომელმაც საკუთარი გული და ჯანი, ერთხელ უკვე ისე ალალად შემოგვწირა, თითქოს პანტა ვაშლი ყოფილიყოს.

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად