ივანიშვილის აღარ ახსოვს რატომ მოიძულა ხალხმა "ნაცმოძრაობა"

on . Posted in ზოგადი სიახლეები

joomplu:32

როგორც კი მაღალი ჰაერით სუნთქვა დაიწყო, ოცნებაასრულებულმა “ქართულმა ოცნებამ” მაშინვე დაივიწყა

რისთვის მოიძულა ხალხმა ნაცმოძრაობა, რატომ მისცა ხმა მათ და მუშაობა საკუთარი თავისთვის ხელფასების მომატებით და მაღალი პრემიების დანიშვნით დაიწყო.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, თავდაცვის უწყებამ ოქტომბრიდან თებერვლის პერიოდში 5 663 731 ლარის პრემია გასცა, ფინანსთა სამინისტრომ ოქტომბრიდან მარტის განმავლობაში - 1 537 315 ლარი; საქართველოს პარლამენტმა ოქტომბრიდან დეკემბრის პერიოდში კი - 3 041 492 ლარი. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ამ პერიოდში - 85 603 ლარი მიიღო, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა- ხელისუფლებაში მოსვლიდან თებერვლამდე- 131 660 ლარი. იგივე პრიოდში სასჯელაღსრულების სამინისტრომ საკუთარ თავს 150 470 ლარი გამოუწერა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა - 197 179. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ პრემიის სახით, 249 389 ლარი გასცა საკუთარ აპარატზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ - 251 965 ლარი, გარემოს დაცვისამ - 284 850 ლარი. კახი კალაძის სამინისტრომ თავი 476 270 ლარით დაიჯილდოვა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ - 493 716 ლარით. ჯანდაცვის უწყებამ, ოქტომბერი-მარტში - 513 900 ლარი გამოიწერა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ - 572 013 ლარი, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ იგივე პერიოდში - 594 890, სოფლის მეურნეობამ - 733 270 ლარი. ხადურმა საკუთარ თამანშრომლებს ოქტომბერ-თებერვალში გაწეული შრომისთვის 800 647 ლარი ჩამოურიგა, თეა წულუკიანმა იძუნწა და მხოლო 34 552 ლარი გაიმეტა. უფრო გულუხვი გამოდგა საგარეო უწყება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოქტომბრამდე პერიოდში 987 006 ლარის ოდენობის პრემია მიიღო.
მთავრობის კანცელარიის პრემიებმა მილიონს მიაღწია და ის 994 832 ლარია, შსს-მ კი პირიქით, მილიონს გადააჭარბა და 1 017 710 შეადგინა. “ოცნებას” არ ჩამოუვარდა ნაციონალური მოძრაობა. პირიქით გადაისწრო კიდეც. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ოქტომბერ-მარტში პრემიის სახით 1 121 478 ლარი მიიღო.

Comment

ინტერვიუ "ჯორჯიან თაიმსთან"

on . Posted in ზოგადი სიახლეები

"მალე უნდა გამოვიბერტყოთ ყურები, გამოვფხიზლდეთ, ეს ორი ავადმყოფი ძალა მოვიცილოთ"

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თითქმის ერთადერთი ფიგურაა,

რომელიც მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს,
სტაჟიანმა ოპოზიციონერმა ივანიშვილის კრიტიკა მისი გამოჩენისთანავე დაიწყო და ახლაც პრემიერმინისტრის გუნდს ქვეყნისთვის დამღუპველ ძალად მიიჩნევს.
geotimes.ge-მ ლეიბორისტულ პარტიის ლიდერთან საუბარი ყველაზე აქტუალური კითხვით დაიწყო:
--ბატონო შალვა, ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, თანამდებობის დატოვებაზე საუბრობს, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში, როგორ აფასებთ პრემიერის ამ გადაწყვეტილებას?
-ესაა ვირ-ეშმაკულად გათვლილი პიარი, რომლის მიზანიცაა, როგორც შევარდნაძემ დააჩოქა ხალხი და აძახებინა არ წახვიდე მამა-მარჩენალოო, ისე ახვეწნინოს ხალს. ივანიშვილი არსად წამსვლელი არაა, ის არის ავადმყოფი, პათოლოგი კარიერისტი, რომლის მიზანია, მილიარდებს კიდევ დაამატოს მილიარდები. რომ გადახედოთ ვინ დაამთავრა მოგებით ეს წელი, თქვენ ნახავთ, რომ მილიარდზე მეტი მოგება ნახა, „კარფურით“ „ ვისოლით“ და დანარჩენი იმ კომპანიებით , რომელიც მას აქვს. არადა ყველა კომპანიამ დაამთავრა წაგებით, საქართველოს კომპანიებმაც და სხვებმაც. ამიტომ მისი მიზანია, ან იყოს მმართველი, ან იყოს დენსიოპინივით, არ ეკავოს არანაირი თანამდებობა, მაგრამ ყველა მისი იყოს - პრემიერი, პრეზიდენტი და მთლიანი მთავრობა. ასე არ გამოვა საქართველოში და ძალიან ცუდად დაამთავრებს ამ ვირეშმაკობას ივანიშვილი.

Comment

ბიძინა ივანიშვილი: “ქართველები მეოცნებე და დაბალი პოლტიკური კულტურის მქონე ხალხი ვართ"

on . Posted in ზოგადი სიახლეები

 "ქართულ ხასიათს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ქართველები მეოცნებე ხალხი ვართ, ყველაფერი ერთბაშად გვინდა. როგორც წესი, დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ხალხი ნებისმიერი პარტიისგან სწრაფ შედეგებს ითხოვს და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ". ამის შესახებ პრემიერმა ივანიშვილმა ”დეიჩ ველ”-თან საუბრისას განაცხადა.

ბატონმა ივანიშვილმა რომ იცოდა ქართველების მეოცნებე ხასიათის შესახებ, სწორედ ამიტომ დაარქვა თავის კოალიციას ‘ქართული ოცნება”, მაგრამ აქამდე არ უთქვავს, რომ ქართველებს, ვისაც მუდამ თავისი დიდი წარსულით მოგვაქვს თავის, ის “დაბალი კულტურის მქონეებად” მიგვიჩნევს, ან შეიძლება ამაზე ფსიქო-ფილოსოფიური დასკვნა მას შემდეგ გამოიტანა, რაც ამ ‘მეოცნებე” და “დაბალი კულტურის” ხალხმა მისგან წინასაარჩევნოდ მიცემული პირობების შესრულება მოითხოვა.
გერმანულ გაზეთთან საუბრისას, ბატონი პრემიერი ვერ მალავს უკმაყოფილებას, რომ იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი კოალიცია ბევრს აკეთებს, მაინც ყავს უკმაყოფილოები, რომლებიც ამბობენ, “აი, თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში, მე კი ისევ ჯიბეგაფხეკილი ვარო”. “ცხრა წლის განმავლობაში ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ფაქტობრივად, ტაბუირებული იყო. წინა ხელისუფლების დროს ინვალიდების მცირერიცხოვანი აქციაც კი დაშალეს. ახლა კი ხალხმა თავისუფლება იგრძნო. სწორედ ამიტომ მოუნდათ ქუჩაში გამოსვლა და ხშირი აქციების გამართვა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი იმედგაცრუებულია, რადგან ფიქრობს – აი, თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში, მე კი ისევ ჯიბეგაფხეკილი ვარო. თუმცა, საერთო ფონი დადებითია და რეიტინგებიც კარგი გვაქვს. ვფიქრობ, ბევრი ხედავს ქვეყანაში პროგრესს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Comment

საქართველომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა?

on . Posted in ზოგადი სიახლეები

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არ აღიარებული რესპუბლიკების მიერ გაცემული პასპორტების ვალიდურობა აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი ავრცელებს. თაქთაქიშვილი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის 5 მომხსენებლის სპეციალური ანგარიშიდან გახმაურდა. 
"მან ასევე გააუქმა წესები, რომელიც ართულებდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიერ გაცემული ეგრეთ წოდებული "პასპორტებით" გადაადგილებას საქართველოში და აღიარა ისინი ვალიდურ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებად თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე" - ნათქვამია ევროსაბჭოს მომხსენებლების განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მუშაობს. "იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ვაჭრობას და გაიზარდოს გადაადგილების თავისუფლება, ახალი მთავრობა აცხადებს, რომ მისი სურვილია განიხილოს სარგინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიასა და სოხუმის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას შირის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის გავლით”
რეინტეგრაციის მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს საქართველოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. პასპორტების ვალიდურობის აღიარების შესახებ პასუხი არ აქვს. „ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვაზე აღიარა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. პასპორტების ვალიდურობა, ზაქარეიშვილი პასუხობს: „როგორ გიპასუხოთ, კონფერენციაზე ვარ, დაუკავშირდით პრესსამსახურს".
 

Comment

კბილაშვილის უპრეცედენტო გადაწყვეტილება

on . Posted in ზოგადი სიახლეები

 საქართველოში ისევ შერჩევითი სამართალია. პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის ფარული კადრების ჩვენებით

“მეოცნებე” ხელისუფლბა ქვეუნის შიგნით და გარეთ პოლიტიკურ დივიდენდებს იწერს, იმის ნაცვლად, რომ დამკვეთებიც და შემსრულებლების მკაცრად დაისაჯონ. ‘ქართული ოცნების” ოცნებების ასრულებაში ლომის წილი არჩევნების წინ ცოცხების რევოლუციას წოდებულმა, გავრცელებულმა ციხის ფარული კადრემა ითამაშა. იმის მუხედავად, რომ ამ კადრების ლადო ბედუკაძემ მერე აღიარა, რომ ‘ცოცხების’ სცენა დადგმული იყო და წლების განმავლობაში თავად და მისი ორი ძმაკაცი ‘ბასტი” და “ბუბუ” აწამებდნენ და აუპატიურებდნენ პატომრებს და ამ ყველაფერს ფირზე იწერდნენ და სექტემბრის ბოლოს გავრცელებული კადრები, მთლიანად, თუ არა ნაწილობრივ მაინც ბედუკაძის შემოქმედება იყო, ის დღეს, გენერალური პროკუროტის არჩილ ბილაშვილის გადაწყვეტილებით, თავისუფალია. 

Comment

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად