ახალგორში ოსური პასპორტის მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება

on . Posted in ზოგადი სიახლეები

joomplu:60

ახალგორში ოსური პასპორტის მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება "არანაირი იძულება და ძალდატანება! ახალგორის რაიონში ოსური პასპორტის აღების მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. მსურველთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა

, რომ აღნიშნული დოკუმენტის აღებას, როგორც თავად ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, ნაცნობობა და სპეციალური ჩაწყობაც კი სჭირდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ახალგორში ოსური პასპორტის მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება" 

გაზეთიდ ინფორმაციით, ამ დროისთვის ოსური პასპორტი ახალგორის 40%-ს აქვს აღებული. ადგილობრივები ასეთებს "პრივილეგირებულებსაც" კი უწოდებენ, რადგან მათ სრულიად მარტივად შეუძლიათ სამუშაო ადგილის პოვნა როგორც თვითონ ახალგორში, ასევე ცხინვალსა თუ ვლადიკავკაზში. ახალგორელებში აქტუალური რომ გახდა ოსური პასპორტი, ამაზე ისიც მოწმობს, რომ დე ფაქტო საზღვარზე დასარეგისტრირებლად უკვე გახშირდა არა ფორმა 9-ის, არამედ ოსური პასპორტის წარდგენა, რაც ადრე პრაქტიკულად არ ხდებოდა", - აღნიშნავს გამოცემა.

 
"ადგილობრივებისგან და, ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ჩინოვნიკებისგან "რეზონანსისთვის" ცნობილი ისიც გახდა, რომ ახალგორში ოსური პასპორტის აღების მსურველები არც იმას ერიდებიან, რომ სანაცვლოდ ქართული პირადობის მოწმობა ჩააბარონ და ზეპირი, ზოგჯერ კი წერილობითი ფორმით უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე. ამის საშუალებას ახალგორელებს ისიც აძლევს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ყველა დევნილს და მათ შორის ახალგორელებს შეუძლიათ, უფასოდ აიღონ აიდი ბარათი ისე, რომ არ ჩააბარონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა", - განაგრძობს გამოცემა.
"მაშინ, როცა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა იყო იმის თაობაზე, რომ ახალგორის რაიონში ძალდატანებითი ოსური პასპორტიზაცია უნდა მომხდარიყო, ახლა ეს იმდენად სასურველი გახდა ადგილობრივებისთვის, რომ თავად იხვეწებიან. "ახლა რა სიტუაციაც არის ახალგორში, იგივე სიტუაციაა გალში. რეალურად გალის მოსახლეობას აქვს სამი პასპორტი - ქართული, აფხაზური და ყველა ცდილობს რუსულის აღებას. ახალგორშიც ასე მოხდება. ეს პასპორტიზაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის კომფორტული იმიტომ, რომ ქართული პასპორტით იღებს ყველანაირ სარგებელს საქართველოს სახელმწიფოსგან, ოსური პასპორტითა და რუსულით - რუსულ-ოსური მხარეებისგან პენსიას, სოცდახმარებას, ხელფასს, თუკი სადმე მუშაობს. ოსური პასპორტი მათ, რაც მთავარია, გადაადგილებაში ეხმარება. რუსული პასპორტის შემთხვევაში კი - მითუმეტეს, რადგან მათთვის იხსნება რუსული ბაზარი, უკეთესი სამსახურის შოვნის შესაძლებლობა. დღეს, როგორც ჩანს, ყველა ადგილობრივი უკვე გრძნობს, რომ კონფლიქტი, სამწუხაროდ, დღეს და ხვალ არ გადაწყდება და ამიტომაც, ურჩევნიათ, ადგილზე გააგრძელონ ცხოვრება და მოერგონ ადგილობრივ რეალობას. ამ ხალხს სხვა არჩევანი არ აქვს. ან უნდა დატოვონ იქაურობა და გადმოვიდნენ აქეთ, ან აიღონ ეს პასპორტი, რაც მათ მნიშვნელოვნად უადვილებს იქ ცხოვრებას", - დასძენს "კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი.

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად