ბიძინა ივანიშვილი: “ქართველები მეოცნებე და დაბალი პოლტიკური კულტურის მქონე ხალხი ვართ"

on . Posted in ზოგადი სიახლეები

 "ქართულ ხასიათს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ქართველები მეოცნებე ხალხი ვართ, ყველაფერი ერთბაშად გვინდა. როგორც წესი, დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ხალხი ნებისმიერი პარტიისგან სწრაფ შედეგებს ითხოვს და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ". ამის შესახებ პრემიერმა ივანიშვილმა ”დეიჩ ველ”-თან საუბრისას განაცხადა.

ბატონმა ივანიშვილმა რომ იცოდა ქართველების მეოცნებე ხასიათის შესახებ, სწორედ ამიტომ დაარქვა თავის კოალიციას ‘ქართული ოცნება”, მაგრამ აქამდე არ უთქვავს, რომ ქართველებს, ვისაც მუდამ თავისი დიდი წარსულით მოგვაქვს თავის, ის “დაბალი კულტურის მქონეებად” მიგვიჩნევს, ან შეიძლება ამაზე ფსიქო-ფილოსოფიური დასკვნა მას შემდეგ გამოიტანა, რაც ამ ‘მეოცნებე” და “დაბალი კულტურის” ხალხმა მისგან წინასაარჩევნოდ მიცემული პირობების შესრულება მოითხოვა.
გერმანულ გაზეთთან საუბრისას, ბატონი პრემიერი ვერ მალავს უკმაყოფილებას, რომ იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი კოალიცია ბევრს აკეთებს, მაინც ყავს უკმაყოფილოები, რომლებიც ამბობენ, “აი, თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში, მე კი ისევ ჯიბეგაფხეკილი ვარო”. “ცხრა წლის განმავლობაში ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ფაქტობრივად, ტაბუირებული იყო. წინა ხელისუფლების დროს ინვალიდების მცირერიცხოვანი აქციაც კი დაშალეს. ახლა კი ხალხმა თავისუფლება იგრძნო. სწორედ ამიტომ მოუნდათ ქუჩაში გამოსვლა და ხშირი აქციების გამართვა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი იმედგაცრუებულია, რადგან ფიქრობს – აი, თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში, მე კი ისევ ჯიბეგაფხეკილი ვარო. თუმცა, საერთო ფონი დადებითია და რეიტინგებიც კარგი გვაქვს. ვფიქრობ, ბევრი ხედავს ქვეყანაში პროგრესს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ ეშინია ამ იმედგაცრუების, რომ ხალხი ცოტა ხანში შესაძლოა მის წინააღმდეგ განეწყოს, პრემიერი პასუხობს, რომ იმედგაცრუების არ ეშინია, რადგან ის წამდენიმე წელიწადში პოლტიიკიდან წავა და გარედან გააკონტროლებს მის მიერ დატოვებულ ხელისუფლებას. ,,რამდენიმე წელში წავალ პოლიტიკიდან და მუშაობას განვაგრძობ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით. ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ 20 წლის განმავლობაში კარგი პრეზიდენტი არ გვყოლია, არამედ ის, რომ მოსახლეობამ არ იცის, როგორ აირჩიოს და მერე როგორ აკონტროლს თავისივე არჩეული. მოსახლეობამ ხელისუფლებისგან ის უნდა მოითხოვოს, რისი გაკეთებაც ხელისუფლებას რეალურად შეუძლია და არ მისცეს უფლებამოსილება რაც არ ეკუთვნის. მაგრამ ეს რთული პროცესია და ბევრი დრო სჭირდება.”
“ქართული ოცნების” ბოსი, ბოლოს და ბოლოს ხსნის ფრჩხილებს და ამბობს, თუ რა არის მისი ‘ქართული ოცნება”. აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ ემთხვევა მისი ამომრჩევლის “ოცნებებს”. ქართველი ხალხის ოცნება კარგ ქვეყნაში ცხოვრება და ხელისუფლების მხრიდან საამისო პორობების შექმნაა, ივანიშვილის ქართული ოცნება კი, როგორც თვიტონ ამბობს, ის რომ “20 წლის შემდეგ საქართველოში ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოება გაჩნდეს. ეს მინიმალური ვადაა, რადგან ვიცით, რამდენი დასჭირდა ამისთვის ევროპას. მაგრამ ქართველი ვარ და, შესაბამისად მინდა, რომ ყველაფერი სწრაფად მოხდეს. მინდა, სიცოცხლეშივე ვნახო საქართველოში ევროპული საზოგადოება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად