უმუშევრობა

on . Posted in ზოგადი სიახლეები

18/06/2013

უმუშევრობა საქართველოში კვლავ დაუძლეველ პრობლემად რჩება, 2012 წლის შედეგებით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა დადო დასკვნა, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული საკითხებია, როგორიცაა უმუშევრობა, ხელფასის ოდენობა, სამსახურით კმაყოფილება.


კითხვაზე "რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა? "პასუხებით გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის შრომითი ბაზარი (54), სოციალური და ეკონომიკური საკითხები (26%), პოლიტიკური და ტერიტორიული მდგრადობა (12%), კანონის უზენაესობა (3%), ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები (3%), საერთაშორისო ურთიერთობები (2%).
საქართველოსა და სომხეთს მსგავსი შედეგი აქვთ. სომეხი მოქალაქეებისთვისაც საკითხების პრობლემურობა თითქმის იმავე თანმიმდევრობით ნაწილდება.
აზერბაიჯანისთვის ყველაზე პრობლემური პოლიტიკური და ტერიტორიული სტაბილურობაა (43%), შემდეგ მოდის შრომითი ბაზარი (27%), სოციალური და ეკონომიკური საკითხები (19%), კანონის უზენაესობას უფრო პრობლემურად მიიჩნევენ (6), ვიდრე საქართველოში, ტოლერანტობა და ადამიანის უფლელები (2%) და სართაშორისო ურთიერთობები (1%) კი უფრო ნაკლებად მწვავედ მიაჩნიათ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს.
კითხვაზე, "ზოგადად რამდენად ხარ კმაყოფილი თქვენი სამსახურით?" პასუხები ასე გადანაწილდა: აღმოჩნდა, რომ სამსახურით კმაყოფილი გამოკითხულთაგან ყველაზე მეტი (70%) აზერბაიჯანში არიან, ყველაზე მეტი უმაყოფილოა (35%) სომხეთის მოქალაქეები, ქართველი გამოკითხულების უმეტესობა (48%) არც კმაყოფილია თავისი სამუშაოთი და არც უკმაყოფილო. ამასთან, ქართველი რესპონდენტების 15% უკმაყოფილოა, 37% -კმაყოფილი თავისი სამუშაოთი.

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად