„წინ გარჩევების გრძელი სერიალები გველოდება“

on . Posted in პრეს რელიზი

metrevel

,,ან თინა ხიდაშელს შეუწყვიტონ მინისტრის უფლებამოსილება და გამოძიება დაიწყონ არჩევნების გაყალბებაზე, ან თოფაძეს უჩივლონ რესპებმა ცილისწამებისთვის,“_ ასე გამოეპასუხა მრეწველებისა და რესპუბლიკების დაპირისპირებას ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი - ნინო მეტრეველი.

ნინო მეტრეველი:

_საერთოდ არ გვაინტერესებს სხვა პარტიების შიდა დაპირისპირებები და გარჩევები, მაგრამ ის რაც მრეწველებსა და რესპუბლიკელბს შორის ხდება და რა საკითხითაც ხდება აპელირება, შიდა დაპირისპირება კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია. არჩევნების გაყალბებაზე თვითონ კოალიციის ლიდერი ლაპარაკობს. ეს ისაა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ,,ქართული ოცნება“, ისევე როგორც მისი წინამორბედები, ყველა არჩევნებს აყალბებენ და მომავალსაც გააყალბებენ. ამაზე მეტი ჩვენ რა უნდა ვთქვათ?! ეს არაა მარტივი შიდა დაპირისპირება, როგორც ხელისუფლებას უნდა წარმოაჩინოს. თუ ამას მსვლელობას არ მისცემენ, ახლავე, 8 თვით ადრე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება.

მეტი რა უნდა პროკურატურას? დეპუტატი დეტალებში ჰყვება, როგორ გააყალბა ხელისუფლებამ არჩევნები საგარეჯოში. ისიც უდავოა, რომ თოფაძის უკან ივანიშვილი დგას. კოალიციის დანარჩენი წევრების ხელით უნდა რესპუბლიკელების მოცილება ოლიგარქს. უკვე ძალიან მოსყინდა მათი ულტიმატუმები, რაც საარჩევნო სიის შედგენისას უფრო ზორბა იქნება. თვითონ ღიად ვერ ბედავს რაიმეს თქმას და ნაზირ-ვეზირებს დაავალა რესპების ,,ჩატეხვა“, რაც ძალაინ გაუჭირდება, თოფაძის და მსგავსი პერსონაჟების ხელით. არადა რესპუბლიკური პარტია პირველი იყო, ვინც ივანიშვილმა კოალიციის წევრებად დაასახელა. თინა ხიდაშელის და ზოგადად მის პარტიის თავნებობის აღკვეთა ოლიგარქმა საგარეჯოს არჩევნების დროს გადაწყვიტა, როცა თინა ხიდაშელმა წყალში ჩაუყარა ინაშვილის გადეპუტატების იმედები. მაშინ ხიდაშელს ,,ოცნების“ რუხი კარდინალისთვის უთქვამს, არც იფიქრო, ჩემი კანდიდატურის ჩატეხვა და შენთვის სასურველი ინაშვილის გაყვანა, თორემ სიტუაციას თავდაყირა დაგიყენებო. ახლა რაც ხდება, რელობაში სახელისუფლებო კოალიციის შიდა გარჩევაა, რაც საბოლოოდ რესპუბლიკელების გარიყვისკენაა მიმართული, რაზეც მინიაშნა კიდეც თოფაძემ _ ცალ-ცალკე ვიყაროთ კენჭიო, რასაც ბუნებრივია, ცივსისხლიანი რესპუბლიკლები არ წამოეგებიან და წინ გარჩევების გრძელი სერიები გველოდება, რაც ისედაც დაღუპვისკენ წასულ ,ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო დამარხავს, თან ისე, რომ რუსეთიდან მაშველად წამოსული სახეები და პოლიტიკური ძალები ვეღარ უშველიან. საფიქრალი და სადარდებელი კი მაინც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია. როცა ერთ პატარა რაიონში ხელისუფლება ასე უხეშად აყალბებს არჩევნებს, რას იზამს ის ისეთ გადამწყვეტ ბრძოლაში, როგორიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია?“

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად