გიორგი გიუაშვილის კომენტარი მიწების გასხვისების სადავო საქმეზე ბაკურიანში

on . Posted in რეგიონები

ბაკურიანში მიწების გასხვისების სადაო საქმეზე სამცხე-ჯავახეთის პროკურატურაში ინტენსიური დაკითხვები მიმდინარეობს.

ბაკურიანის მიწების საქმეზე, სამცხე ჯავახეთის პროკურატურამ გამოძიება რამდენიმე თვის წინ განაახლა. გამოძიების ინტერესია, რამდენად კანონიერად გაიცა რამდენიმე თვის წინ ის ცნობები, რის საფუძველზეც ადგილობრივებმა ტყის მასივი დაირეგისტრირეს.

გაცემული ცნობების გამო, ბრალი 6 პირს წარდგენილი აქვს. გამოძიებამ ბრალდებულებიდან ხუთთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და ქონების დათმობის სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. ბაკურიანელების ნაწილი პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს.

 

Comment

ფოთის საკრებულოს წევრების მოთხოვნა ხელისუფლებას

on . Posted in რეგიონები

ფოთის საკრებულოს წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაჩქარდეს მდინარე რიონზე არსებული ჰიდრო კვანძის რეაბილიტაციის პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქ ფოთს დატბორვა ემუქრება. მიმართვას ხუთი პარტიის, მათ შორის ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი აწერს ხელს.

 

Comment

დაპირისპირება კასპის საკრებულოში

on . Posted in რეგიონები

კასპის რაიონის საკრებულოს დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან, ოთარ ქოსაშვილი საკრებულოს შეხვედრას ქართული ოცნების რიგით სხდომას უწოდებს. მისი განცხადებით ბიუჯეტი სრულიად არამიზნობრივად იხარჯება.

 

Comment

გარდაბანში მისაკუთრებული ქონება

on . Posted in რეგიონები

ქ. გარდაბანში, ცენტრში ტროტუარის და სკვერის ნაწილი ადგილობრივი ჩინოსანმა მიისაკუთრა და სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრის აშენება დაიწყო.

17 მაისს ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის ცენტრში, სკვერის ადგილზე დაწყებული მშენებლობა უნდა გაეპროტესტებინა, მაგრამ ხალხი წინა საღამოს დააშინეს და ვერ გაბედეს მოსვლა.
ეს მშენებლობა ადგილობრივი ფეოდალისაა. იმის გარდა, რომ ის ქალაქის ცენტრში, პირდაპირ სკვერში და ტროტუარზე შენდება, მისი აშენების შემდეგ, ის მთლიანად დაჩრდილავს გვერდით მდებარე კორპუსს, მისი მაცხოვრებლები სინათლის სხივსაც ვეღარ ნახავენ.
აი, რეალური მაგალითი, თუ როგორ ისაკუთრებენ და ჯიბეში იდებენ ოცნებაასრულებული ჩინოსნები ყველაფერს, რაც წინა ხელსუფლებას გადაურჩა;
აი, როგორ ატერორებენ და აშინებენ ხალხს, რომ ხმა არ ამოიღონ და შორიდან უყურონ როგორ ვერძღებიან ნეტარნი ამა ქვეყნისანი მათი ქონებით;
აი, ამიტომ გააკეთეს ადგილობრივმა კლანებმა ყველაფერი, რომ გარდაბანი ემართა მათ, ვინც მართავს.

 

Comment

ლანჩხუთის რაიონის კოორდინატორი მომავალ არჩევნებზე

on . Posted in რეგიონები

ლეიბორისტული პარტიის ლანჩხუთის რაიონის კოორდინატორი, ტარიელ კალანდარიშვილი დაგეგმილ არჩევნებზე საუბრობს და შეფასებებს აკეთებს.

 ნებისმიერი პარტიის პოლიტსაბჭოს დაკომპლექტება ღირსეული კადრებითა და ლიდერებით და მისი მუდმივი შევსება-განახლება ახალი, პერსპექტიული, პროფესიონალი და უანგარო ადამიანებით-ჯანსაღი და მისასალმებელი პროცესია, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ,,ქართულ ოცნებასთან~ დაკავშირებით პოლიტსაბჭოს შემადგენლობის ცვლილება, (განახლება ჰქვია თუ არა ამას-ესეც საკითხავია) დავესესხები ბატონ ბიძინა ივანიშვილს და უფრო წინასაარჩევნო პატარა ,,ტრიუკს" ჰგავს, ვიდრე საზოგადოებისა და ამომრჩევლისათვის ახალი, ეროვნული მსოფლმხედველობის, იდეებისა და პროგრესული პოლიტ-ეკონომიკური მოსაზრებების მქონე სახეების შეთავაზებას და იგი მიმზიდველი ნამდვილად ვერ იქნება ამომრჩევლისათვის. ,,ქართულ ოცნებაში~ ნამდვილი ,,ალიაქოთია", მათ მიერ ჩატარებული მოსახლეობის შიდა პარტიული გამოკითხვაც იძლევა ამის საფუძველს. ხელოვნურად შეკოწიწებული ერთობა იშლება. ,,წააქეზეს მურია და შეაჭამეს მგელსაო" ასე დაემართა ბატონ თამაზ მეჭიაურს და კიდევ რამდენიმე ფიგურას, რომელთა შესახებ ინფორმაციები თანდათან გამოქვენდება. მათ მიერ წინასაარჩევნოდ ჩატარებული ყრილობა იყო მოსახლეობის თვალის ასახვევად ერთობის დემონსტრაციის მცდელობის ბოლო გაფართხალება. ის თავის დროზე ხელოვნურად, ყოველგვარი იდეური ერთობის გარეშე შეკრიბა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც წლების განმავლობაში შეხმატკბილებული ურთიერთობა ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ როცა ისინი ძალიან ღრმად ჩაუძვრნენ ბატონ ივანიშვილს ჯიბეში - გადაწყვიტა მათი ჩამოცილება და ეს ბატონებიც მოსახლეობის ნდობასთან ერთად გამოიყენა ამ მიზნის შესასრულებლად და ახლა, ზოგიერთი უგუნური ან ანგარებიანი ვაი პოლიტიკოსი და ინტელიგენციის წარმომადგენელი გვაყვედრის და გვთხოვს, რომ დიდი მადლიერება გამოვხატოთ ბატონ ბიძინას მიმართ ნაციონალების მოცილებისათვის, რომელთანაც ოცნებამ კოჰაბიტაცია გამოაცხადა, ძირითადი დამნაშავეები ქვეყნიდან გააპარა და ახლა მათი მაღალი ტონი და ხმაურიანი განცხადებებიც ივანიშვილის ,,დამსახურებაა".

 

Comment

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად