1017028 1374963992759532 1477632575 n

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან - გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ბორჯომის გამგებლის ყოფილი მოადგილე, ლეიბორისტი გიორგი გიუაშვილი საქართველოს უძველეს და ნომერ პირველ საკურორტო ქალაქში მამათმავლობაში მხილებული ყოფილი პოლიცმაისტერის მამუკა ხვედელიანისა („სპიკე“) და „თი ბი სი ბანკის“ უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს და კონკრეტული ფაქტების მოშველიებით ამტკიცებს, რომ ამ კრიმინალური სინდიკატების წევრები თუ მფარველები დღევანდელი ხელისუფლების წევრები არიან!

-ბატონო გიორგი, დავიწყოთ იმით, რომ 2014 წლის 13 ოქტომბრის შემდეგ, რაც ახალგაზრდა ბორჯომელმა ბიზნესმენმა შალვა აბულაძემ ბორჯომში „ბორჯომის“ ქარხნის წინ პროტესტის ნიშნად მამუკა ხაზარაძის კუბო დადგა, აბულაძეს პრობლემები შეექმნა. ცოტა ხნის წინათ ლიკანში დაჭრეს ორი პოლიციელი, რომელთაგან ერთერთი გარდაიცვალა. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს... ოფიციალური ვერსიით, დანაშაულში ეჭვმიტანილია შალვა აბულაძე, რომელსაც ეძებენ...

-ძალიან მინდა რეალურად გაირკვეს სიმართლე და დადგინდეს, სინამდვილეში რა მოხდა იმ ღამეს. შალვა ჩემი მეგობარია, ხოლო გარდაცვლილი პოლიციელი - ჩემი მეზობელი, რომლის ოჯახსაც სამძიმარს ვუცხადებ. სულ იმას ვფიქრობ, ნეტავი შალვა არ იყოს ამ საქმეში გარეული! 13 წელიწადია ბორჯომში ვიბრძვი და ძალიან ბევრ ინფორმაციას ვფლობ. 2012 წელს ვიყავი „ქართული ოცნების“ შტაბის იურისტი, მერე გავხდი გამგებლის მოადგილე, მაგრამ იმედგაცრუებულმა „ლეიბორისტულ პარტიას“ მივაშურე. ვაცხადებ პირდაპირ: მამათმავლობაში მხილებული ბორჯომის ყოფილი პოლიციის უფროსი მამუკა ხვედელიანი და სულ ახლახანს განთავისუფლებული ბორჯომის „სუსის“ ყოფილი უფროსი გიორგი აბრამაშვილი ერთმანეთზე კუდებით იყვნენ გადაბმულნი და მათი „კრიშა“ გახლდათ გიორგი ზედელაშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. მამუკა ხვედელიანს ზედელაშვილმა აჩუქა ძალიან ძვირად ღირებული “BMW“-ს ფირმის რუხი ფერის მოტოციკლი, რომლის ნომერი გახლდათ - “CC-002”.

-ზედელაშვილმა მამუკა ხვედელიანს ეს მოტოციკლი როდის აჩუქა?

-როგორც ჩემთვის ცნობილია, მოტოციკლი ხვედელიანმა ზედელაშვილისგან 2012 წლის არჩევნების დროს მიიღო. „სუსის“ ყოფილმა უფროსმა გიორგი აბრამაშვილმა ბორჯომის „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს გადაჰკიდა და ძალიან ცუდად ერეოდა გამგებობის საქმეებში. ელიზმარ სტეფნაძე, რომელიც ხვედელიანის მოადგილე იყო, სწორედ აბრამაშვილის მითითებით დაინიშნა ბორჯომის ანტიკორუფციულის უფროსად. წავიკითხე თქვენი წერილი „ხაზარაძის ხიზნები“ და გიდასტურებთ, რომ ზემოხსენებული პირები ნამდვილად არიან ხაზარაძის ხიზნები. თქვენი ნებართვით განვავრცობ მამუკა ხაზარაძის ხიზნების თემას... თავიდანვე გეტყვით, რომ მამუკა ხვედელიანი არის ლაჩარი, მაგრამ ამავე დროს ბოღმიანი პიროვნება, რომელიც თავის მოწინააღმდეგეებს ჩასაფრებული უსწორდება. 2014 წლის აგვისტოში ხვედელიანთან მეც მომივიდა კონფლიქტი და ხვედელიანმა ისეთი პასუხი მიიღო ჩემგან, რაც მისთვის ჯერ არავის გაუბედავს. ამას მოჰყვა ხვედელიანის მუქარა...

-რითი დაგემუქრათ?

-პირდაპირ მითხრა მაგ არაკაცმა და ნაძირალამ - ცოტა ხანი მაცალეთ და ვინც ჩემთან დატაკებულები ხართ, ყველას გაგისწორდებითო! მაგის ოჯახის წევრებმა გაგვაშველეს, თორემ ხვედელიანს, როგორც გველს, ისე გავუჭეჭყავდი თავს ქვით. ამ ინციდენტიდან ორ კვირაში საკრებულოში თავს დამესხნენ, ხოლო სულ მალე დაიჭირეს „ქართული ოცნების“ თავგადაკლული აქტივისტი „გოროხა“. ახლა შალვა აბულაძეს „შალალოს“ დაემართა ეგ ამბავი და მე უკვე მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი ამ პროვოკაციების უკან დგანან მამუკა ხვედელიანი, გიორგი აბრამაშვილი და მამუკა ხაზარაძე. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სულ ახლახან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოში დააბრუნეს და აღადგინეს მამუკა ხვედელიანთან ერთად მამათმავლობაში მხილებული ორი პოლიციელი, რომლებიც თავის დროზე ორგანოდან გამოაგდეს, როგორც ზნედაცემული და ბილწი ადამიანები.

-ბატონო გიორგი, კონკრეტულად როდის მოხდა ეს ფაქტი?

-ჩემი ინფორმაციით, ამ დღეებში მოხდა!

-მამუკა ხვედელიანისა და მთელი მისი სამგლეთის უკან ბორჯომში მართლა მამუკა ხაზარაძე დგას თუ ეს ყველაფერი გაზვიადებულია?

-პირდაპირ ვაცხადებ: მთელი ბორჯომის ხელისუფლება მამუკა ხაზარაძეს ჯიბეში ჰყავს ჩასმული!

-დააკონკრეტეთ!

-ბორჯომის დღევანდელმა გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრია, 2007 წელს თავის სამეგობროსთან ერთად შეისყიდა სოფელ დიდი მიტარბის ნახევარი და მამუკა ხაზარაძის „თი ბი სი ჯგუფს“ მიჰყიდა! ამ ფაქტის შესახებ პროკურატურაში განცხადება მაქვს შეტანილი, მაგრამ არავითარი რეაქცია! როგორ ფიქრობთ, ასეთი გამგებელი, რომელიც ხაზარაძეზე სოფლებს ჰყიდდა, ხაზარაძის წინააღმდეგ წავა? გამორიცხულია! ახლა იმას გეტყვით, გამგებლობის დროს რა გააკეთა დიმიტრი ყიფიანმა და კიდევ რის გამო ვერ ამოიღებს ის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ხმას! 2014 წლის სექტემბერი იყო თუ ოქტომბერი, საკრებულოს ერთადერთ სხდომას არ ვესწრებოდი და მაინცდამაინც იმ დღეს მოხდა ეს ამბავი - ბორჯომის ბიუჯეტი გაიზარდა 180 თუ 190 ათასი ლარით. მალავდნენ ვის მიერ იყო გადმორიცხული ეს თანხა, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი და გაირკვა, რომ ეს ფული თურმე გადმოურიცხავს მამუკა ხაზარაძის „მინწყლების კომპანიას“.

-რისთვის გადმორიცხა მამუკა ხაზარაძემ ეს ფული ბორჯომის ბიუჯეტში?

-თურმე ხელისუფლებისა და მამუკა ხაზარაძის ფარული გარიგებით, ბორჯომში, ფაფისუბანში არსებული „ბორჯომის“ ორი ჭაბურღილი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გაყიდული და ბორჯომელი მეწარმეები სახელმწიფოსგან ამ ორი ჭაბურღილის გამოსყიდვას ითხოვდნენ, მამუკა ხაზარაძეზე გაყიდულა!

-ბატონო გიორგი, ამ ორი ჭაბურღილი გასხვისებაზე აუქციონი გამოცხადდა?

-არანაირი აუქციონი, მოილაპარაკეს ჩუმად და ორივე ჭაბურღილი მამუკა ხაზარაძეს გადასცსეს. ხალხს საბოლოოდ მაშინ გადაეწურა იმედი, როცა სულ ახლახანს, 2015 წლის 15 იანვარს, სახელმწიფომ მამუკა ხაზარაძეს პირდაპირი მიყიდვის წესით, 25 წლით გადასცა ფაფისუბანში მდებარე „ბორჯომის“ ჭაბურღილები! გეკითხებით, ამ ფონზე ღირს „ქართულ ოცნებაში“ გაჩერება და კაცს რამის იმედი უნდა გქონდეს? ახლა საგანაგებოდ მინდა ვისაუბრო ბორჯომის მაჟორიტარი  დეპუტატის გედევან ფოფხაძისა და მამუკა ხაზარაძის ურთიერთობის შესახებ!

-გედის უნივერსიტეტიდან ვიცნობ, პატიოსანი კაცია და მამუკა ხაზარაძესთან მაგას რა ესაქმება?

-ათი წლის განმავლობაში გედი და მე ვიყავით განუყრელი მეგობრები. ყველა წინასაარჩევნო შეხვედრაზე გედი ლანძღავდა მამუკა ხაზარაძეს, მის კომპანიას, ითხოვდა ლიცენზიების საკითხების გადახედვას და ა.შ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთხელ ბიჭებმა გედის ძმაკაცურად ვუსაყვედურეთ - კაცო, გაანებე ამ ხაზარაძეს თავი, ან ხელფასებზე ილაპარაკე ან პენსიებზე-მეთქი! როგორც კი გედი პარლამენტის დეპუტატი გახდა, მამუკა ხაზარაძისგან მაშინვე მიიღო მრავალათასლარიანი დაფინანსება!

-ბატონო გიორგი, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა...

-ახლავე გეტყვით ყველაფერს! გედი ფოფხაძის გაზეთს ბორჯომში აფინანსებს მამუკა ხაზარაძე! გაზეთს ჰქვია „ჩვენი ბორჯომი“. ამ გაზეთის მთავარი რედაქტორი თავდაპირველად იყო გედის რძალი - ძმის ცოლი, რომელიც გვარად ხითარიშვილია. შემდეგ რაღაც აჟიოტაჟი ატყდა, რედაქტორი შეცვალეს და ახლა რედაქტორი სხვა ბრძანდება. ეს არის გოგონების ჯგუფი, რომელსაც, ფაქტობრივად გედის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი ფერაძე ხელმძღვანელობს. ეს გახლავთ ძალიან მაღალი ხარისხის ქაღალდზე დაბეჭდილი გაზეთი, რომლის ხარჯებიც ყოველთვიურად, ჩემი ინფორმაციით, 10 000 ლარს აჭარბებს. თავდაპირველად გედი თავისი ფულით „ჩალიჩობდა“ ამ გაზეთის გამოცემას, ახლა კი აფინანსებს მამუკა ხაზარაძე! მთელმა ბორჯომმა იცის ეს ამბავი... რაც შეეხება ძველთაძველ გაზეთ „ბორჯომს“, რომელიც ათეული წლებია გამოდის, სულს ღაფავს. გედი ფოფხაძის ხელისბიჭი გიორგი ფერაძე მისულა „ბორჯომის“ რედაქციაში და განუცხადებია - მუნიციპალიტეტი აღარ დაგაფინანსებთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი გაზეთი „ჩვენი ბორჯომი“, რომელსაც აფინანსებენ, აწი ტენდერებსაც „აგახევთ“ და დარჩებით უგაზეთოდო! ანუ მამუკა ხაზარაძის ფულებით ბორჯომში ყველას და ყველაფერს არიან მოდებულები. რომ განახათ, რა იბეჭდება ამ გაზეთში, სიცოცხლე აღარ მოგინდება - ყველგან აქებენ და ადიდებენ მამუკა ხაზარაძის ხელისბიჭებს - ბაღდავაძესა და სხვებს... აი, ასეთი საზიზღარი და საშინელი სიტუაციაა და იმიტომაც დავტოვე „ქართული ოცნება“.

P.S.

თუ ბატონი გედი ფოფხაძე ზემოხსენებული ბრალდებების კომენტირებას ინებებს, ინტერესით მოვუსმენთ!

რაც შეეხება ინტერვიუში მოხმობილ იმ ფაქტებს, სადაც მამუკა ხაზარაძე კრიმინალური კარტელის ჩამოყალიბებაშია მხილებული, მოვუწოდებთ პატიოსან ბორჯომელებსა და განსაკუთრებით „ბორჯომის მეწარმეთა კავშირის“ ღირსეულ წევრებს, გამოდით და კიდევ ერთხელ თქვით სიმართლე იმის შესახებ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მართლა გაიყიდა თუ არა ბორჯომის სოფლები, მინერალური წყალი და თავად ბორჯომი მამუკა ხაზარაძის ოქროს თუმნიანებზე!

დიტო ჩუბინიძე
ასავალ-დასავალი
2015 წლის 9-15 თებერვალი

 

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად