gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერტ ლიდერი გიორგი გუგავა, ტელეკომოპანია "მაესტროში" განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც "პირველ რადიოსთან" საუბრისას გიორგი გუგავამ განაცხადა, ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ კავშირშია, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანშვილთან და მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების ინტერესბის გამტარებელტან კოტე გოგელიასთან. გუგავა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მედია სივრცის საკუთარი გავლენის ქვეშ მოხვედრას ცდილობს.


"ჩემი დადასტურება არ სჭირდება იმას, რომ გარე ჩარევაა, ამას ჟურნალისტებიც ადასტურებენ. მეტსაც გეტყვით, ეს არის პროექტი მაესტროს ხელში ჩაგდებისა. ბატონი კოტე გოგელია დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, მას გარკვეული ბიზნეს ინტერესებიც აქვს საქართველოშ, ამიტომ მაესტრო ბატონმა გოგელიამ ხონჩით მიართვა ხელისუფლებას. როგორც წესი რევოლუცია ჭამს თავის შვილებს, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს რა როლი მიუძღვის მაესტროს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში, მაგრამ ბოლომდე მისი კონტროლირებადი ვერ იყო, ამიტომ გადაწყვიტა ბოლომდე ხელში ჩაიგდოს. ამით ცდილობენ გარკვეულ წილად უარყოფითი მუხტი, რაც საზოგადოებაშია ოდნავ მაინც გაანელონ. კოტე გოგელია რუსული პროექტია, ამას დიდი მტკიცება არ უნდა, ის რუსეთში მოღვაწეობს, დაკავშირებულია რუსულ სპეცსამსახურებთან, აქედან გამომდინარე ამას დიდი ამოცნობა და დიდი ძიება არ სჭირდება. ეს ყველაფერი გოგელიასა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე მიუთითებს. პირდაპირ მიჰყავთ მთავრობის ადმინისტარციაში მომუშავე პერსონა მიჰყავთ "მაესტროზე" ამინდის შმექმნელად "-განაცხადა გუგავამ.

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად