chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.


2012 წელი ძალიან მშნიშვნელოვანი წელია ყველასთვის, რადგან ამ წელს მოვიდა ხელისუფლება, რომელმაც ძალიან ბევრი დაპირება მოგვცა და რომელიც ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, ჩემთვისაც მიმზიდველი იყო.

მინდა შევეხო დღევანდელი ხელისუფლების წინა საარჩევნო დაპირებებს, რომელიც კარგად ნაცნობია ყველასთვის, რადგან იგივე დაპირებით მოვიდა 2003 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ სათავეში. ისევე, როგორც მაშინ, დღესაც დაპირება დაპირებად დარჩა. სამწუხაროდ ამ ყველაფერზე ანალიზს საზოგადოება ახლა აკეთებს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია.

ყველა ადამიანს და მათ შორის პარტიაში მყოფ ნებისმიერ პიროვნებას უნდა გააჩნდეს საკუთარი მოსაზრება, რომელიც აუცილებლად უნდა დააფიქსიროს, რადგან აზრთა სხვადასხვაობის დროს იბადება ჭეშმარიტი აზრი. ამით იმის თქმა მინდა, რომ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ ითვალისწინებენ არავის აზრს და ემხრობიან მხოლოდ მმართველის მოსაზრებას, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც პარტიაზე ასევე საზოგადოებაზე, რადგან ერთი ადამიანის აზრს არ შეიძლება იზიარებზეს ყველა.

მინდა შევახსენო მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომ ისინი ხალხის მიერ არიან არჩეულნი და დღეს თუ რამეს წარმოადგენენ, ეს არის ქართველი ხალხის ნება. როგორც კი ეს ავიწყდებათ, მაშინ ხდება ყველაფერი ცუდი- ეკონომიკური კრიზისი და სხვა. როგორც ჩანს, თავად საზოგადოებაც ვერ ხვდება, რომ ქვეყნის პირველ პირებს თავადვე ირჩევენ და არა ბიძინა ივანიშვილი ან სხვა ვინმე. უფრო სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის მმართველ პირებს იგივე ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი მარგველაშვილს სჯერათ, რომ ისინი ამ თანამდებობეზე ბატონმა ბიძინამ დანიშნა. “ქართული ოცნების” დაპირების მიხედვით უნდა ყოფილიყო საშუალო და სკოლამდელი დაწესებულებები უფასო, უნდა ყოფილიყო კომუნალური გადასახადები შემცირებული და ა.შ ეს ყველაფერი ეს ისევ დარჩა დაპირებად. ეს ყოველივე კი ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მმართველი გუნდი ვერ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა და ქვეყანას სჭირდება. საქართველოში ეთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც გააჩნია სუფთა წარსული ეს არის „ლეიბორისტული პარტია“. უახლოეს მომავალში ველოდებით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ აირჩიონ ღირსეული პოლიტიკური პატია, რომელიც მისი პატრიოტობით გადაარჩენს საქართველოს.

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად