მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   ახალი ამბები  |   ლიდერები  |   არჩევნები  |   პარტია და მსოფლიო  |   მეოთხე ყრილობა  |   კონტაქტი   

მეტეხის ვალდებულება (ლეიბორისტული პარტიის პროგრამა)


ნოემბრის ისტორიულ დღეებში ქართველმა ხალხმა გასაოცარი პრინციპულობითა და თავგანწირვით დაასრულა სააკაშვილის დიქტატურისა და ტერორისტული რეჟიმის არსებობა.

ახლა 21 მაისს საჭიროა ამ გამარჯვების მშვიდობიანი, სამართლებრივი, საარჩევნო გზით დადასტურება.

გზა ნათელი მომავლისაკენ გაჭრილია.

ერისა და ბერის წინაშე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ქართველ ხალხთან ერად ავაშენებ ჭეშმარიტად ეროვნულ-ინტერნაციონლურ, სამართლიან სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლება იქნება თქვენი მსახური და არა მოძალადე ბატონი.


ვალდებულება საკონსტიტუციო გარდაქმნის შესახებ

დაუყოვნებლივ გავაუქმებ არსებული საპრეზიდენტო ინსტიტუტს.

გაუქმდება ის ანტიეროვნული კანონმდებლობა, რომელიც დღეს მოქმედებაშია.

საკონსტიტუციო რეფორმებისა და ძირითადი კანონმდებლობის მიღება მოხდება უშუალოდ ხალხის მიერ პლებისციტის გზით.

გამგებლების, მერების, მოსამართლეების, პოლიციის უფროსების არჩევა მოხდება ხალხის მიერ პირდაპირი კენჭისყრით, რომელნიც იქნებიან მხოლოდ ხალხისა და კანონის მსახურნი.

საქართველოს ეყოლება სამართლიანი სასამართლო.


ვალდებულება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა მიმართებით

დაუყოვნებლივ გაუქმდება ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლა, შეზღუდვა და ცენზურა მასობრივ საინფორმაციო საშუალებაზე და მათი განვითარება განხორციელდება სახელმწიფოს მუდმივი ხელშეწყობით.

კიდევ უფრო გაძლიერდება არასამთავრობო სექტორი, რათა ეფექტურად განხორციელდეს მათი მუდმივი კონტროლი ხელისუფლებაზე.

გაუქმდება ყველა რეპრესიული კანონი, რომელიც ლახავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

ჩემს უპირველეს მოვალეობად მიმაჩნია, გადაიხედოს ტირანიისა და დიქტატურის წლებში გამოტანილი ყველა განაჩენის კანონიერება და გამოვცე მასშტაბური ამნისტია.

დაუყოვნებლივ გავათავისუფლებ პოლიტიკურ პატიმრებს.

სახელისუფლო სტრუქტურებში გაიზრდება ქალთა პროპორციული წარმომადგენლობა.

პრინციპული და შეუქცევადი პოლიტიკა გატარდება ოჯახური ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

სამუდამოდ დასრულდება ეკლესია-მონასტრების ნგრევის, ეროვნული ღირებულებების, ტრადიციებისა და ისტორიული მემკვიდრეობის ხელყოფის არსებული გამანადგურებელი პოლიტიკა.

ეროვნული ქართული სახელმწიფოს საძირკველი გახდება “ენა, მამული, სარწუნეობის” უნივერსალური პრინციპები.

ჩემს ისტორიულ მოვალეობად მიმაჩნია, უპირობოდ აღვასრულო კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას შორის: არ დარჩება არც ერთი თემი, სოფელი, სადაც არ იქნება მოქმედი ეკლესია, ჩვენი სულიერი ძლიერების საფუძველთა-საფუძველი.

სახელმწიფო იქნება ტრადიციული რელიგიებისა და სხვა კონფესიების მიმართ ტოლერანტობის მედმივი გარანტი.


ვალდებულება საგარეო პოლიტიკაში

საქართველო ინტენსიურად გააგრძელებს ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. იმავდროულად, დაუყოვნებლივ გაუმჯობესდება ურთიერთობანი რუსეთთან, აღდგება ეკონომიკური, სატრანსპორტო და სხვა კავშირები. გამარტივდება სავიზო რეჟიმი.

ვალდებულება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ

დაუყოვნებლივ შეჩერდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საბოლოო დაკარგვის საფრთხე.

ჩემი ისტორიული ვალდებულებაა აღვადგინო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ყველა დევნილი, იძულებით გადაადგილებული პირი დავაბრუნო საკუთარ კერაზე, ყველა პირობა შევქმნა აფხაზ და ოს ხალხთან ერთად მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანაცხოვრებისათვის.


ვალდებულება სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის დარგში

ხალხს გამგებლობაში დაუბრუნდება ყველა გაყიდული სტრატეგიული სიმდიდრე - წყალი, ტყეები, ჭალები, წიაღისეული, ძირითადი ენერგეტიკული ობიექტები, სკოლები და ბაღები, საავადმყოფოები, საგანმანათლებლო, სამეცნიერო - კვლევითი და შემოქმედებითი ობიექტები – საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

კერძო საკუთრება ხელშეუხებელი იქნება.

ჩემი მთავარი ვალდებულება არის უმუშევრობის მოსპობა და ხალხის დასაქმება, სამუშაო ადგილების გახსნა, საშუალო და წვრილი ბიზნესის განვითარება, ქარხნების, ფაბრიკების, გადამამუშავებელი მრეცველობის ამუშავება.

ინვესტიციებისათვის მაქსიმასლური ხელშემწყობი გარემოს შექმნა.

დაუყოვნებლივ აღდგება დეკრეტების, შვებულების და ბიულეტენების ტრადუციული ინსტისტუტი ყველა კატეგორიის მუშა-მოსამსახურეებისათვის.

დროებითი უმუშევრობისათვის გაიცემა ღირსეული კომპენსაცია.

შეწყდება უცხოელ მუშა-მიგრანტთა უკანონო შემოყვანა ქვეყანაში.

მინიმალური ხელფასი და პენსია იქნება საარსებო მინიმუს ზევით. პენსია გაიცემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.

ოჯახი, როგორც სახელმწიფოს საფუძველი აღიარებული იქნება იურიდიულ პირად და გაიხსნება საბანკო ანგარიში. ახლად დაქორწინებულებისათვის ბიუჯეტიდან გადაირიცხება 2000 ლარი. თითოეული ბავშვის დაბადებისთანავე ოჯახს გადაერიცხება 1000 ლარი.

გადაუდებელი ოპერაციები, რეამინაცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაფინანსება მთლიანად სახელმციფო ბიუჯეტიდან; 14 წლამდე მკურნალობა იქნება გარანტიებით; ყველა რეგიონში გაიხსნება უფასო მუნიციპალური საავადმყოფო.

სასწრაფოდ განახევრდება ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზზე, ტრასპორტზე, სატელეფონო კავშირებზე და სხვა კომუნალურ გადასახადებზე.

დაუყოვნებლივ გაუქმდება ყოველგვარი კოლექტიური მრიცხველები.

საერთოდ გაუქმდება კაბალური გადასახადი წყალზე, სარწყავზე, ხეხილზე, პირუტყვზე, ტყითსარგებლობაზე, საცხოვრებელ ფართზე, მიწათსარგებლობაზე და წვრილი ბიზნესის სფეროში.

გაუქმდება სალარო საკონტროლო აპარატები ბაზრობებზე. წვრილი ბიზნესის სფეროში შემოღებული იქნება ფიქსირებული გადასახადი.

დაუყოვნებლივ აღდგება ასი-ათასობით სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილი მოქალაქე და აუნაზღაუერდებათ განაცდური.

ვიღებ ვალდებულებას ჩვენი სახელოვანი ვეტერანების წინაშე და მათ მიმართ დაუყოვნებლივ განვახორცოელებ ყველა ტიპის სოციალურ დახმარებასა და შეღავათებს.

გადაუდებლად აღვადგენ სოციალურ დახმარებასა და შეღავათებს რეპრესირებულთა ოჯახების მიმართ.

სახელმწიფო აპარატში მომუშავე ყველა მუშაკს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი, ხელისუფლების ცვლის მიუხედავად.

გადაუდებლად დაიწყება ანაბრების გაცემა ეტაპობრივად პრინციპით - უფროსი ასაკიდან და ქვემოთ სამართლიანი კურსით (ბანკში ანაბრის შეტანის მომენტისათვის დაფიქსირებული კურსით აშშ დოლართან).

დაუყოვნებლივ დაიწყება გაჩანაგებული პროდუქციის ყურძნის, ხილის ცოტრუსის, ჩაის, ხორცპროდუქტების დამამზადებელი პუნქტები სახელმწიფო დაფინანსებით და გარანტიებით, ყველა რაიონი დაკომპლექტდება მანქანა ტრაქტორთა სადგურებით, რომლებიც უფასოდ მოემსახურებიან გაჭირვებულ გლეხობას.

ფერმერებს მიეცემათ უპროცენტო გრძელვადიანი კრედიტი.

დაწესდება ზღვრული ფასები პირველადი მოთხოვნილების საქონელზე, როგორიცაა ფქვილი, პური, შაქარი, მარილი, კარაქი, ზეთი და სხვა.

ადამიანი ჩასახვიდან და დაბადებიდან იქნება სახელმწიფოს მთავარი ზრუნვის ობიექტი, მშობიარობა, საბავშვო ბაგა-ბაღი, საშუალო, უმაღლესი, სამეცნიერო განათლება იქნება დაფინანსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მასწავლებლის ხელფასი გაუტოლდება მოსამართლის ანაზღაურებას.

თავის ავტონომიურ უფლებებში სრულად აღდგება უნივერსიტეტები, ინსტიტუტები, მეცნიერებათა აკადემია, მისი სამეცნიერო კვლევითი უწყებები.

სახელმწიფოს სტრატეგიული პოლიტიკა დაეფუძნება ეროვნული მეცნიერების, კულტურის, სპორტის განვითარებას და არა ჩვენი ხალხის, ახალგაზრდობის გადაქცევას მოსამსახურე და მოჯამაგირეთა პერსონალად.

უცხოეთში წასული თითოეული ქართველი იქნება სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი, როგორც საზღვარგარეთ, ასევე აქ დარჩენილი მისი ოჯახის საკუთრების მიმართ.

ჩემი საპრეზიდენტო პროგრამა არის ჩემი ვალდებულება და ღვთისა და ერის წინაშე ვიღებ პასუხისმგებლობას მის აღსრულებაზე.

               
    მთავარი     |  ჩვენს შესახებ     |  ახალი ამბები     |  ლიდერები     |  არჩევნები     |  პარტია და მსოფლიო     |  მეოთხე ყრილობა     |  კონტაქტი 
  ????? ??????????? ? ??????????? ???????????? ??????
????? ?????? ???????
  created by HAPPY.GE