ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს
..

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს  ბატონ  შალვა პაპუაშვილს

ძალიან ვწუხვარ, რომ, ჩემი თითქმის ნახევარი თვის წინ გამოგზავნილი წერილი პარლამენტში შესაძლო შემოსვლის გამო  საორგანიზაციო--პროცედურული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით  არა მარტო რეაგირების გარეშე დარჩა, არამედ, რაც ყველაზე გროტესკულია, თავზარდაცემულებმა დაიწყეთ ჩემთვის  სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მოქმედებები. მაინტერესებს მაშინ რატომ მითხარით უარი  სადეპუტატო სტატუსუს შეწყვეტაზე 2021 წლის ივლისში? როდესაც მანამდე 7 თვე არ მივლია ასევე პარლამენტში. ის საპატიო იყო და შემდგომი ბოიკოტი, რაც მთელი მსოფლიოს გასაგონად განვაცხადე არასაპატიოა? მოკლედ ასეთ იურისპუნდენციას გასწავლიდნენ გერმანიაში?

იმედია, ამჯერად თქვენი ბოიკოტის გამო  ამ სესიის გაცდენებსაც არ ჩამითვლით არასაპატიოდ.

მომიკითხეთ ბიძინა ივანიშვილი.

პატივისცემით

შალვა ნათელაშვილი

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
15.05.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
15.05.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი