Edit Content

ჩვენს შესახებ

დღეს საქართველოს ლეიბორისტული პარტია, რომელიც შალვა ნათელაშვილმა 1995 წელს დააფუძნა, აგრძელებს აქტიურ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისთვის და დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებისთვის. პარტია ფოკუსირებულია მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, მათ შორის უფასო განათლებისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესებაზე.

პარტიის დღევანდელი მიზანი არის ძლიერი, თანასწორი და ევროპული მომავლისკენ ორიენტირებული საქართველო, სადაც თითოეული მოქალაქის ხმა იქნება გათვალისწინებული და დაცული.

კონტაქტი

 შალვა ნათელაშვილი: ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად საჭიროა უსწრაფესი ღონისძიებები

..


უკრაინაში რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ აგრესიას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ბრიფინგით გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილის თქმით, უკრაინის შემდეგ მოსკოვი საქართველოთი დაკავდება.

შალვა ნათელაშვილი:
„წუხელ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა აგრესიის და ოკუპაციის მორიგი აქტი, უკრაინის წინააღმდეგ. კაცობრიობა დგას ბირთვული, მესამე მსოფლიო ომის საფრთხესთან. მოსკოვმა დაიწყო რუსეთის იმპერიის აღდგენა მთელი სიგრძე-სიგანით. შემდეგი რიგში დგას საქართველო, რასაც პუტინი არც მალავს.

არ ეყოთ ოცი პროცენტის ოკუპაცია, არ ეყოთ ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმი თბილისში და დღეს უკვე მოსკოვი საქართველოთი იქნება დაკავებული, ხოლო ჩვენი ქვეყანა იალქანაწყვეტილი გემივით დაქრის მსოფლიო ოკეანეში.

საჭიროა უსწრაფესი ღონისძიებები ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, რისთვისაც გარდაუვალია:

  1. ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულების გაფორმება;
  2. საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეიარაღებული ძალების და სამხედრო ბაზების გახსნა;
  3. აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა საქართველოზე;
  4. მსოფლიო საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა ქართული სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის გადასარჩენად.

ეჭვი არავის ეპარება ალბათ, რომ საქართველოს ნატოში არავინ მიგვიღებს. უსაფრთხოებისთვის რჩება მხოლოდ ის პუნქტები, რაც მე ჩამოვთვალე. სხვა შემთხვევაში საფრთხე რეალურია. ის მალე უკრაინიდან საქართველოში გადმოინაცვლებს.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

სწორი არჩევანის დროა

1995 წელს, შალვა ნათელაშვილმა შექმნა საქართველოს ლეიბორისტული პარტია

ინიციატივები & პროექტები

Sorry, not found any campaign.

კონტაქტი