Edit Content

ჩვენს შესახებ

დღეს საქართველოს ლეიბორისტული პარტია, რომელიც შალვა ნათელაშვილმა 1995 წელს დააფუძნა, აგრძელებს აქტიურ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისთვის და დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებისთვის. პარტია ფოკუსირებულია მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, მათ შორის უფასო განათლებისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესებაზე.

პარტიის დღევანდელი მიზანი არის ძლიერი, თანასწორი და ევროპული მომავლისკენ ორიენტირებული საქართველო, სადაც თითოეული მოქალაქის ხმა იქნება გათვალისწინებული და დაცული.

კონტაქტი

 შალვა ნათელაშვილის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს  ბატონ  შალვა პაპუაშვილს

ძალიან ვწუხვარ, რომ, ჩემი თითქმის ნახევარი თვის წინ გამოგზავნილი წერილი პარლამენტში შესაძლო შემოსვლის გამო  საორგანიზაციო–პროცედურული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით  არა მარტო რეაგირების გარეშე დარჩა, არამედ, რაც ყველაზე გროტესკულია, თავზარდაცემულებმა დაიწყეთ ჩემთვის  სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მოქმედებები. მაინტერესებს მაშინ რატომ მითხარით უარი  სადეპუტატო სტატუსუს შეწყვეტაზე 2021 წლის ივლისში? როდესაც მანამდე 7 თვე არ მივლია ასევე პარლამენტში. ის საპატიო იყო და შემდგომი ბოიკოტი, რაც მთელი მსოფლიოს გასაგონად განვაცხადე არასაპატიოა? მოკლედ ასეთ იურისპუნდენციას გასწავლიდნენ გერმანიაში?

იმედია, ამჯერად თქვენი ბოიკოტის გამო  ამ სესიის გაცდენებსაც არ ჩამითვლით არასაპატიოდ.

მომიკითხეთ ბიძინა ივანიშვილი.

პატივისცემით

შალვა ნათელაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

სწორი არჩევანის დროა

1995 წელს, შალვა ნათელაშვილმა შექმნა საქართველოს ლეიბორისტული პარტია

ინიციატივები & პროექტები

Sorry, not found any campaign.

კონტაქტი