მისია

ლეიბორისტული პარტია

გაეცანით 10 ნაბიჯს ევროპული სოციალიზმისკენ

ევროპული სოციალიზმისკენ სვლა გულისხმობს ოლიგარქების გავლენის შეზღუდვას, ეროვნული სიმდიდრის ხალხისთვის დაბრუნებას, უფასო ჯანდაცვასა და განათლებას, ასევე ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებას.

 
 

გააფერადეთ 10

სრული პოლიტიკური დეოლიგარქიზაცია

ოლიგარქებისთვის, ბანკირებისთვის და მონოპოლისტებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. მდიდართა კასტა სამუდამოდ დატოვებს სახელმწიფო მმართველობას, დაიწყება დაკარგული ანაბრების გასტუმრება უფროსი ასაკიდან-ქვევით და შემდგომ, მემკვიდრეებზე;

ეროვნული სიმდიდრე

ოქრო, მანგანუმი, ფერო და სხვა, ენერგორესურსები, ბათუმის და ფოთის პორტები, რკინიგზა და სხვა სტრატეგიული ობიექტები ნაციონალიზაციის გზით დაბრუნდება საერთო-სახალხო საკუთრებაში, ხოლო აქედან შემოსული მოგება გადანაწილდება ყველა ოჯახზე;

სრულად უფასო ჯანდაცვა

დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ოპერაცია-რეაბილიტაციის ჩათვლით;

უფასო განათლება

ახალგაზრდებისთვის ყველა დონეზე, ორჯერადი უფასო კვება სკოლებში, პერსონალური კომპიუტერი და ინტერნეტ მომსახურება ყველას საჩუქრად, სტუდქალაქების მშენებლობა, სამუშაოზე განაწილება, ახალგაზრდების მასობრივი გაგზავნა უცხოეთის ყველაზე რეიტინგულ სასწავლებლებში. პედაგოგის და პროფესორ-მასწავლებლის ხელფასი გაუთანაბრდება მოსამართლის ანაზღაურებას. სამხედრო სამსახური აღარ იქნება სავალდებულო, იქნება მხოლოდ საკონტრაქტო სამხედრო სამსახური;

სამუშაო ყველას

10 ლარიანი მინიმალური საათობრივი ანაზღაურებით, გაიცემა უმუშევრობის კომპენსაცია, დაწესდება შრომის უსაფრთხოების ევროპული სტანდარტი.

პენსიის პროგრესული ზრდა ევროპულ სტანდარტამდე

მე-13 პენსია დაბადების დღეზე, მომვლელი სახელმწიფოს ხარჯზე, ორივე სქესისთვის გათანაბრდება საპენსიო ასაკი- პენსია დაინიშნება 60 წლიდან ყველასათვის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით;

დემოგრაფია

ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე გაიცემა 10 ათას ლარიანი ერთჯერადი დახმარება, შეიქმნება საბინაო-კომუნალური ფონდი, არავინ იქნება უსახლკაროდ. გაიხსნება ახალგაზრდული ცენტრები - ახალდაქორწინებულთათვის თაფლობის თვის ვაუჩერით;

საბანკო სესხები არ იქნება 3%-ზე მეტი

საშუალო და მცირე ბიზნესს გაუნახევრდებათ, ან საერთოდ გათავისუფლდებიან საგადასახადო ვალდებულებისაგან. შეიზღუდება კაზინოზე, ონლაინ თამაშებსა და ტოტალიზატორებზე მასობრივი ხელმისაწვდომობა;

შეიზღუდება უცხოეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემოტანა

დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა, მზის ენერგო-სისტემების დაფინანსება მოსახლეობისათვის. დაცული ტერიტორიების გაფართოება 20 %-ით მაინც. მათი, ასევე ისტორიული ძეგლების, ტყეების, პლაჟისა და ტბების გასხვისების (გრძელვადიანი იჯარით გაცემის) აკრძალვა. მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარება ჰუმანური მეთოდებით (პატრონიანი ცხოველების შემთხვევაშიც, მათი სტერილიზაცია, ჩიპირება, ცოფზე ვაქცინაციის დაფინანსება სახელმწიფოს ხარჯზე...), ხის მასალის ექსპორტის აკრძალვა. მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება.

გარემოს დაცვა

დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა, მზის ენერგო-სისტემების დაფინანსება მოსახლეობისათვის. დაცული ტერიტორიების გაფართოება 20 %-ით მაინც. მათი, ასევე ისტორიული ძეგლების, ტყეების, პლაჟისა და ტბების გასხვისების (გრძელვადიანი იჯარით გაცემის) აკრძალვა. მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარება ჰუმანური მეთოდებით (პატრონიანი ცხოველების შემთხვევაშიც, მათი სტერილიზაცია, ჩიპირება, ცოფზე ვაქცინაციის დაფინანსება სახელმწიფოს ხარჯზე...), ხის მასალის ექსპორტის აკრძალვა. მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება.

Campaign is power

0

Total Volunteer

0

Campaigns

0

Vote Papers

0

Coverage Area

OUR history

გაიგე მეტი

ჩვენი ისტორია

ლეიბორისტული პარტია

პარტიის დაარსება

1995 წელს შალვა ნათელაშვილმა შექმნა საქართველოს ლეიბორისტული პარტია (GLP), რომელიც მალევე გახდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში. პარტიამ წარმატებით მოიგო რამდენიმე სასამართლო დავა, რაც ეროვნული სკოლების უფასო გახსნის, ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების საფუძველი გახდა.

1995 წელი

ივანე ჯავახიშვილის 88, თბილისი

ლეიბორისტული პარტია

ადგილობრივი არჩევნები

1998 წელს, GLP-მა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 20%-იანი მხარდაჭერა მიიღო, რაც მისი პოპულარობის მნიშვნელოვანი ნიშანია.

1998 წელს

ივანე ჯავახიშვილის 88, თბილისი

ლეიბორისტული პარტია

პარლამენტის არჩევნები

1999 წელს GLP-მა 7%-იანი ბარიერი გადალახა, თუმცა მას არ მიეცა პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა, რაც OSCE-ის ანგარიშითაც დადასტურდა.

1999 წელს

ივანე ჯავახიშვილის 88, თბილისი

ლეიბორისტული პარტია

დიდი წარმატება

2002 წელს პარტიამ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა, როდესაც თბილისის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა 26%-იანი მხარდაჭერით.

2002 წელს

ივანე ჯავახიშვილის 88, თბილისი

ლეიბორისტული პარტია

ვარდების რევოლუცია

2003 წელს, ვარდების რევოლუციის შედეგად, პარტიის მიერ მოპოვებული ადგილები პარლამენტში გაუქმდა, ხოლო 2004 წლის ახალ არჩევნებში მათ კვლავ ხელი შეეშალა პარლამენტში მოხვედრაში.

2003 წელს

ივანე ჯავახიშვილის 88, თბილისი

ლეიბორისტული პარტია

წარმატება და დევნა

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 7.4%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, ხოლო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მხარი დაუჭირა პარტიის მიმართ განხორციელებული უსამართლო ქმედებების აღიარებას. ამავდროულად, შალვა ნათელაშვილზე წარიმართა დევნა და რამდენიმე მკვლელობის მცდელობა.

2008 წელს

ივანე ჯავახიშვილის 88, თბილისი

ლეიბორისტული პარტია

ივანიშვილის რეჟიმი და პოლიტიკური დევნა

2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, პარტიაზე ზეწოლა და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო გაიზარდა. ნათელაშვილსა და პარტიის წევრებს სხვადასხვა ბრალდებები წაუყენეს, თუმცა ყველა საბოლოოდ გაუქმდა.

2012 წელს

ივანე ჯავახიშვილის 88, თბილისი

ლეიბორისტული პარტია

დღევანდელობა

დღესდღეობით, საქართველოს ლეიბორისტული პარტია ქვეყნის ხუთ ძირითად პოლიტიკურ ძალას შორისაა, რომელიც დამოუკიდებლად განაგრძობს ბრძოლას დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და ხალხის კეთილდღეობისათვის.

26 ოქტომბერი, 2024

ივანე ჯავახიშვილის 88, თბილისი