Edit Content

ჩვენს შესახებ

დღეს საქართველოს ლეიბორისტული პარტია, რომელიც შალვა ნათელაშვილმა 1995 წელს დააფუძნა, აგრძელებს აქტიურ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისთვის და დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებისთვის. პარტია ფოკუსირებულია მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, მათ შორის უფასო განათლებისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესებაზე.

პარტიის დღევანდელი მიზანი არის ძლიერი, თანასწორი და ევროპული მომავლისკენ ორიენტირებული საქართველო, სადაც თითოეული მოქალაქის ხმა იქნება გათვალისწინებული და დაცული.

კონტაქტი

 ,,გააპრავებს” თუ არა პარლამენტი ქადაგიშვილის კანონდარღვევას

..


ეს დედააფეთქეთქებული, კონსტიტუციონალისტი ვარო ბატონმა კობახიძემ და მაგასთან ერთად, იქ ყველა ფუყე თავთავივით რომაა თავაღერებული, მართლა  არცერთმა არ იცის, თუ ფეხებზე ჰკიდია ყველა კანონი და წესი?!

იმ ქადაგიშვილმა მაინც ჰო უნდა ჩაიხედოს პარლამენტის რეგლამენტში, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რომ ჰქვია, რამდენიმე ათასიანი ხელფასით, ამაყად რომ შეწუყვიტა შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო მანდატი, კანონით ასეა და რა ვქნათო? იმ კანონში სხვა რამეც რომ წერია, ეგ როგორაა?

პარლამენტის რეგლამენტის მეექვსე მუხლში წერია, რომ დეპუტატს უფლებამოსილება უწყდება თუ ის არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო სესიის  სხდომებს, მაგრამ იქვე მერვე პუნქტი იტყობინება: ,,თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.“

2020 წლიდან დღემდე ოთხი სესია იყო პარლამენტში. არცერთ სხდომას შალვა ნათელაშვილი არ დასწრებია (რატომ _ ცნობილია).  თუ პარალმენტის ქოცებმა არ იცოდნენ, პირველი სესია რომ დამთავრდა, რატომ არ მოიკითხა ბატონმა ქადაგიშვილმა რატომ აცდენს პარლამენტის წევრი შალვა ნათელაშვილი სხდომებსო? ერთხელ რატომ არ დაავალა აპარატს, დაურეკეთ და გაარკვიეთო?  კაი, პირველი სესიის  მერე თუ არ მოიკითხა, მეორეზე, მესამეზე? და თუ იცოდნენ და ბოიკოტს საპატიოდ თვლიდნენ ( ასეც უნდა ყოფილიყო), ახლა რა დოზანა ეტაკათ?

არ მჯერა, რომ შალვა ნათელაშვილის შესაძლო შესვლამ პარალმენტში ასე შეაშინა ქოცობა და ასეც რომ იყოს, უკვე სერიოზული ლაფსუსები გაქვთ ბატონო ირაკლი პროცედურებში დაშვებული. თქვენი ვალდებულება_ გაგერკვიათ დეპუტატის მიერ სხდომების გაცდენის მიზეზი, არ შეასრულეთ. პოლიტიკური ბოიკოტი რომ სამი სესია საპატიოთ ჩათვალეთ და მხოლოდ მეხუთე სესიის დაწყების წინ მოგეჩვენათ არასაპატიოთ, მას მერე რაც გაკეთდა განცხადება შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესაძლო შემოსვლაზე, ეს თქვენს პოლიტიკურ შურისძიებაზე არ მეტყველებს? თან ყველანაირ კანონიერ ჩარჩოებში ამოვარდნილ ანგარიშსწორებაზე. თუმცა ვის უკვირს, ჰო?  ვნახოთ,  პარლამენტი ,,გააპრავებს” თუ არა,   საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ამ სერიოზულ დარღვევას.

ამას კი გაასწორებს ევროპული სასამართლო, მაგრამ ქოცების უსამართლო სამართალს რა ეშველება?!.

ნინო მეტრეველი

ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

სწორი არჩევანის დროა

1995 წელს, შალვა ნათელაშვილმა შექმნა საქართველოს ლეიბორისტული პარტია

ინიციატივები & პროექტები

Sorry, not found any campaign.

კონტაქტი