ახალი ამბები
არ გამოაყენებინონ საფრანგეთი ბატონ ივანიშვილს კრიმინალური ქონების სათბურად - ნათელაშვილი საფრანგეთს მიმართავს
ლეიბორისტულმა პარტიამ წერილობით მიმართა საფარანგეთის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, სენატს და რესპუბილიკის საბჭოს, არ მისცეს რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ქონების ამერიკიდან საფრანგეთში გადატანის უფლება. ასევე, მისცემ ის პასუხისგებაში ანგოლა გეითის საქმეზე.
ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა
შალვა ნათელაშვილი: ,,ვაშინტონმა უკვე დაიწყო რუსი ოლიგარქების სანქცირების საკითხი. როგორც იცით, კონგრესმა უკვე დაარეგისტრირა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც სანქციებს მილიარდელ ივანიშვილის მიმართაც ითვალისიწინებს.
იგრძნო რა მოახლოებული საფრთხე, საქართველოს დე ფაქტო მმართველმა სასწრაფოდ დაიწყო ქონების გადმოტანა ამერიკიდან საფრანგეთში, რომლის მოქალაქეცაა და იმხოლოდ სობით მილიონს მხოლოდ სიმდიდრის გადასახადს იხდის.
დღეს მივმართეთ მეგობარი საფრანგეთის რესპუბილიკის პრეზიდენტს ბატონ ემანუელ მაკრონს, პრემიერმინეიტრს, სენატს და რესპუიბლიკის საბჭოს, არ გამოაყენებინონ ჩვენი მეგობარი საფრანგეთი ბატონ ივანიშვილს კრიმინალური ქონების სათბურად, მასცენ ის პასუხისგებაში ანგოლა გეითის საქმზე, რომელზეც გამოძიება პარიზში დიდი ხანია მიმდინარეობას და რაზეც რამდენიმე ადამიანმა მოიხადა კიდეც სასჯელი. ადამიანი, რომელმაც ანგოლაში იარაღი გაიტანა და რამაც 1 მლნ ზე მეტი მშვიდობაინი მოქალაქე შეიწირა არ შეიძლება იყოს დაუსჯელი, თანაც ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია.


წყარო: http://rustavi2.ge



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
გიორგი გიუაშვილი გადაცემაში
22.02.2018
გიორგი გიუაშვილი გადაცემაში "ბიზნეს/კოდი" - ფინანსური დარღვევები ბორჯომის მუნიციპალიტეტში..

სამსახური სიცოცხლის ფასად - გიორგი გუგავა გადაცემაში
22.02.2018
სამსახური სიცოცხლის ფასად - გიორგი გუგავა გადაცემაში "რეაქცია"
ვიდეოები