ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილმა თეა წულუკიანის მამის მიერ სიკვდილმისჯილთა სია წარმოადგინა
შალვა ნათელაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას თეა წულუკიანის მამისთვის ავთანდილ წულუკიანისთვის არ დაუბრალებია, რომ ის მოსამართლეობის დროს, ხალხს ხვრეტდა და ეს უბრალოდ, ფაქტია. ამის დასამტკიცებლად ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ავთანდილ წულუკიანის განაჩენით სიკვდილმისჯილთა სიაც წაიკითხა.
"ამის გარდა წულუკიანის ოჯახი აპირებს იჩივლის იმის გამო, რომ მე მის მამას, როცა ეს ბატონი მუშაობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, ვაბრალებდი ადამიანების დახვრეტას.
ყველაფერი შეიძლება დააბრალო ადამიანს, მაგრამ ვინმეს მოკვლას და დახვრეტას როგორ დააბრალებ?!.."
აგერ, წაგიკითხავთ სიას:
1. ბადრი ვახტანგის ძე მაწონაძე
2. კიკუშა ჯვებეს ძე გრიგოლავა
3. სულიკო ყარამანის ძე ცეცხლაძე
4. რომული ლეონიდის ძე გოგისვანიძე
5. მამუკა ზაურის ძე ჭიკაიძე
6. მალხაზ შოთას ძე მინდაძე
7. ალადინ მაილოღლი ნამაზოვი
8. გულივერ ორდენის ძე ზარანდია
9. ზვიად იოსების ძე ბეროშვილი
10. მიხეილ ნესტორის ძე ჩერქეზია
11. ზურაბ სურენის ძე მარქარიანი
12. ბესარიონ ზურაბის ძე ქართველიშვილი
13 . ირაკლი გივის ძე კერესელიძე
14. ბაგრატ როსტომის ძე კერესელიძე
15. ანზორ ირაკლის ძე მიმინოშვილი
16. გიორგი ვახტანგის ძე ასლამაძე
17. გელა ვიქტორის ძე გოჩიაშვილი
18. ზაურ ალექსანდრეს ძე ქართველიშვილი
19. კუკური აკაკის ძე ჭყოიძე
20. სააკ ვილენის ძე შირაჩიანი.

საინფორმაციო სააგენტო: http://www.presa.ge/new/print.php?m=society&AID=20226
| ბეჭდვა |