ახალი ამბები
ხმა სამარიდან - პოლიტიკური საიქიოდან დაბრუნება უწოდა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნებას შალვა ნათელაშვილმა
ხმა სამარიდან
პოლიტიკური საიქიოდან დაბრუნება უწოდა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნებას შალვა ნათელაშვილმა . ,,აღნიშნული მიუთითებს შემდეგს: 1. ივანიშვილის მაფიოზურ რეჟიმს არ დარჩა არანაირი რესურსი არც საზოგადოებაში და არც პარტიაში გარდა უსახო, კორუმპირებული ქიზიყური მაფიისა.
2.ქვეყანაში განადგურებულია კანონიერებისა და პასუხისმგებლობის ცნებაც კი. როდესაც მილიარდების მომპარავი ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის დაჯგუფება ციხის მაგივრად ბრუნდება პოლიტიკაში, იქ დამთავრებულია სახელმწიფო, როგორც ასეთი.
3.განხორციელდა კრემლის შეკვეთა ვინაიდან სწორედ ღარიბაშვილის ჯგუფი წარმოადგენდა შულავერის კომიტეტს ოცნების გარიჟრაჟზე, სწორედ მისი პრემიერობისას ოკუპანტები შეუდგნენ ჩვენი მიწების დაუსჯელ გადაღობვას, ყველაზე აქტიურად და მათი მოცილება თავის დროზე დასავლეთის გემოვნებაშიც ჯდებოდა.
ვულოცავთ ივანიშვილსა და პუტინს, თუმცა, ვფიქრობ ქორწილი უპატარძლო იქნება.“
| ბეჭდვა |