ახალი ამბები
პარლამენტში მყოფი ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიაზე რეპრესიების თანამონაწილეა
..
დაფინანსების შემდეგ ლეიბორისტულ პარტიას საარჩევნო კომისიის წევრებს ართმევენ. ამი შესახებ განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა საგანგრბო ბრიფინგზე გააკეთა განცხადება. შალვა ნათელაშვილი: _ გრძელდება ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის პროცესი. ამ წუთებში პარლამენტი იხილავს ლეიბორისტული პარტიისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა წართმევის პროცესს და მათ აძლევენ პარტიას, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა არც მიუღია. ამგვარი აღვირახსნილი რეპრესია-დევნა პოლიტიკური პარტიის მიმართ ყველაზე სისხლიან დიქტატორებსაც არ ახსოვთ. ამ ფონზე, მთლად სირცხვილი ხდება ოპოზიციის პარლამენტში ჯდომა, რომლებიც ამ პროცესის თანამონაწილენი გამოდიან, როცა უყურებ როგორ კრძალავენ შენს კოლეგას, როგორ ართმევენ ძირითად პარტიულ უფლებებს, ხმას არ იღებ, ან წამოიკნავლებ ყოველი შემთხვევისთვის. ამიტომ, ვინც ოპოზიცია ვართ და გადაწყვეტილი გვაქვს ხალხს ვემსახუროთ, დატოვეთ ეს ბინძური შენობა. სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის წახალისებული იყო ღალატი და პატრიოტიზმი და ხალხის ერთგულება _ ყოველთვის დასჯადი. ჩვენ გვსჯიან იმის გამო, რომ არ შევედით პარლამენტში, არ მოვუხარეთ ქედი ოლიგარქს, არ დავემორჩილეთ საერთაშორისო, საშინაო და სხვა ფორმის ზეწოლას და დღეს ესღა დარჩათ. ჩვენს დამორჩილებას ვერ ეღირსებით! ჩვენს ქედუხრელ ხალხთან ვრჩებით და იმ მებრძოლ სულთან ერთად, რომელიც იმედია შემორჩა ხალხს, ეს ყველაფერი გადმოიღვრება დიდ გამარჯვებად და წალეკავს ამ სიბინძურეს, რონელიც ჩვენი განვითარების გზაზე გველეშაპადაა გაწოლილი.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
20.05.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
20.05.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი