ახალი ამბები
პრაიდელებმაც და ანტიპრაიდელებმაც ივანიშვილის სასახლესთან მოაწყონ აქცია
..

შალვა ნათელაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე შეფასება მისცა 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლებეს და სოლიდარობა გამოუცახადა დაზარალებულ ჟურნალისტებს.

შალვა ნათელაშვილი:

უპირველესად სრული სოლიდარობა ჟურნალისტებს! მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა!

გუშინ დედაქალაქი კონტროლდებოდა მოძალადე პირების მიერ და პრაქტიკულად, სახელმწიფო აღარ არსებობდა. მარშიც და ანტიპრაიდიც დაგეგმილი იყო მხოლოდ ხელისუფლების მიერ იმისათვის, რომ ეჩვენებინა საკუთარი ძალა, დაეპირისპირებინა საზოგადოება ერთმანეთისთვის, გაეღვივებინა სამოქალქო შუღლი განემტკიცებინა ფსიქო- დიქტატურა, ხოლოდ კრიზისი რომელიც ამდენი ხანი გრძელდებოდა,  გამოეცხადებინა საკუთარ გამაჯვებად. აი, რა იცის შარლ მიშელზე ხელმოწერამ, პრლამენტში შესვლამ და ლეიბორისტული პარტიის აკრძალვაზე ხმის მიცემამ.

დღეს მე მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას მოიწვიონ საგანგებო სხდომა, რომელზეც განიხილება ეს საუკუნის ვანდალიზმი ჟურნალისტთა მიმართ, შემდეგ დატოვეთ პარლამენტი, სადაც შეხვედით უმძიმესი შედეგებით და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ამ ყველა უბედურების უმთავრესი ორგანიზატორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ საერთაშორისო სანქცირებას. ეს არის ერთადერთი გამოსავალი  იმისათვის, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი კრიზისი დამთავრდეს ხალხის სასარგებლოდ. სხვა შემთხვევაში ჩვენ გველოდება უმძიმესი შედეგები.

ჩემი რჩევა ლგბტ მარშის ორგანიზატორებს: თქვენ აქცია და მსვლელობა უნდა მოაწყოთ ივანიშვილის სასახლესთან. რადგან მან მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და მან აიღო პასუხისმგებლობა თქვენი უფლებების ყოველმხრივ დასაცავად და მან მან დაგეგმა ეს პროვოკაციაც.

ჩემი რჩევა ანტიპრაიდისტულ მოძრაობაში მონაწილე ვაჟკაცებს: თქვენ, აქცია უნდა მოაწყოთ ივანიშვილის სასახლესთან რადგამ მან მიიღოს ის კანონი რომელსაც თქვენ ებრძვით. ყველა გზა ისტორიულად,  რომში მიდიოდა და აქ ყველა გზა მიდის ივანიშვილთან, ყველა უბედურების სათავე და დამგეგმავი არის  არის ეს ათასწლეულის ბოროტებ. ეს არის სამწუხარო რეალობა და ყველა ამის მსხვერპლი რომ არ გავხდეთ უნდა ვიმოქმედოთ დროზე იმ პარამენტრებში, რის თაობაზეც მოგახსენეთ.

კიდევ ერთხელ უდიდესი სოლიდარობა  ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჩვენს ჟურნალისტებს, ვუსურვებ ძალიან მალე გამოჯანმრთელებას და მწყობრში ჩადგომას და ჩემს ქვეყანას ვუსურვებ არასოდეს ასეთი ძალადობა არ განმეორებულიყოს. ვისაც გული ერჩის სამშობლოსათვის,  პრაიდელებიც და ანტიპრაიდელებიც, ჩადით ახლა ღობავენ ატოცს რუსი ოკუპანტები და იქ გვაჩვენეთ თქვნი პატრიოტიზმი, რომელიც საერთოდ არაა დამოკიდებული სექსუალურ ოპიენტაციაზე

თქვენ მიერ შეტყობინების გაგზავნის დრო: დღეს, 14:23-ზე


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
20.05.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
20.05.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი