ახალი ამბები
შეიქმნას სრული ფრონტი რათა წავლეკოთ მატყუარა, პროპუტინისტური, ქართველთმოძულე რეჟიმი
..
შალვა ნათელაშვილის საგანგებო ბრიფინგი ,,ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაზე. შალვა ნათელაშვილი: _ საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანას და მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობას თავზე გადაახია ე.წ. შარლ მიშელის ხელშეკრულება და განაცხადა, რომ არ აპირებენ ხელისუფლებიდან წასვლას საარჩევნო-დემოკრატიული გზით. ეს უკვე ქვეყანაში გაცხადებული დიქტატურის დამყარებაა! ეს ის შემთხვევა, როცა საკუთარი პროგნოზის ახდენა არ უხარია კაცს. სწორედ ამიტომ არ მოვაწერეთ ხელი იმ დოკუემნტს, ამიტომ არ შევედით პარლამენტში, რადგან ზუსტად ვიცოდით რას მოიმოქმედებდა მამა-მარჩენალი, რომელმაც მთელი საქართველო არაერთხელ გადააგდო, ბოდიშიც არ მოუხდია და აეც ახლა მორიდებოდა, არ იტყოდა უარს გადაგდებაზე და ხელისუფლების კიდევ ერტხელ შემომტკიცებაზე, კრემლთან შეთნახმებული სცენარით. შექმნილი ვითარებიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი: 1. უნდა დავიწყოთ დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა: 2. პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ, ვინც კიდევ ოპოზციად თვლის თავს, დაუყონებლივ უნდა დატოვოს ეს ბოროტების სასახლე: 3. ჩვენმა მოკავშირე ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დააყადაღოს ბიძინა ივანიშვილის ყველა მილიარდი ბოლო ცენტანდე. დამერწმუნეთ, ეს სამი ფაქტორი ძალიან მალე დააყენებს გაზაფხულს და შეიძლება გაქცეული ოლიგარქის გუნდს თვალიც ვერ მოვკრათ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩადებული იყო თავიდანვე, როცა შედგა სუსტი დოკუმენტი, ოპოზიციამ ხელისუფლების წინადადებებზე ხელმოწერა იჩქარა, არ იყო გარკვეული კონკრეტული ვალდებულებები და ვალდებულებების შეუთანხმებლობაზე პასუხისმგებლობა. აღნიშნული მემორანდუმი წარმოადგენდა ფარატინა ქაღალდს. დიდ დაინტერესება ჰქონდა ზოგიერთ ჩვენს უცხოელ მეგობარს,მათ რატომაღ გაუჩნდათ სურვილი ივანიშვილის რეჟიმი გამოეყვანა ამ კრიზისიდან. ალბათ ისინი კეთილშობილურად ფიქრობდნენ რომ ამ სუბიექტიდან მიიღებდნე საკუთარ შეცდომების გამაანალიზებელ პასუხისმგებლიან სუბიექტს , მაგრამ ცხრათავიან გველეშაპს დაემატა კიდევ ოთხი თავი, რომელიც უკვე ფეხებით შედგა ევროპის და ამერიკის მიღებულ მემორანდუმს. ასეთი ისტორიები კაცობრიობამ ძალიან ცოტა იცის. 1. ეს იყო ჰიტლერის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება. 2. სოჭის ხელშეკრულება, როცა რუსებმა გამოგვაყვანინეს შეიარაღება აფხაზეთიდან და მერე გენოციდი მოგვიწყვეს და 3. ივანიშვილის და პუტინის ერთობლივი სპეცოპერაცია საკუთრა რეჟიმის კრიზისიდან გამოსაყვანად და შემდგომში მთელი მოფლიოს გადასაგდებად. აღარ არის ლაპარაკი ქართველ ხალხზე, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. დარწმუნებული ვარ პარლამენტში შესული ოპოზცია პირველი მოვა აზრზე და გამოვა იქიდან. დამერწმუნეთ სრული ბოიკოტი, გარდა 1-2 სუსის მიერ შექმნილი ჯგუფისა, პარალმენტიდან გამოსვლა, დააჩქარებს საერთაშორისო ზეწოლას და აიძულებს ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები. სხვა შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს დიქტატურის პირობებში ცხოვრება. დღეს დგება უდიდესი პასუხისმგებლობის ჟამი ყველა პოლიტიკოსის, ყველა ოპოზიციონერის, არასამათავრობოს, მასმედიის და დგება ჟამი გაერთიანების იმისთვის, რომ შეიქმნას სრული ფრონტი რათა წავლეკოთ მატყუარა, პროპუტინისტური მჩაგვრელი, ქართველთმოძულე რეჟიმი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
19.05.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
19.05.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი