ახალი ამბები
ლეიბორისტები ივანიშვილს ჰააგაში უჩივიან
..
დღეს საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგის ტრიბუნალზე გავგზავნეთ სარჩელი ბიძინა ივანიშვილის და მის გარემოცვის წინააღმდეგ ჩვენი ხალხისთვის კოვიდგენოციდის მოწყობის გამო. საერთაშორისო კონვენციები გენოციდს განმარტავენ, როგორც ისეთი პირობების განზრახ შექმნას, რომელიც მასობრივ სიკვდილიანობას იწვევს. ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომ ხალხი აქციაზე არ გამოსულიყო, არ დაძლეულიყო სოციალურ-ეკონონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, ადამიანები სახლებში გამოკეტა, განზრახ არ შემოიტანა ვაქცინები, არ გადააწყო ჰოსპიტალური სექტორი და დღეს საქართველო ვირუსის გავრცელებით და სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ანუ, მოსახლეობის მასობრივი მოსპობის ორგანიზატორი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც ეს სასიკვდილო ვირუსი გამოიყენა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ძალაუფლება, გაეყალბებინა არჩევნები, განემტკიცებინა ერთპარტიული, ტოტალიტარული რეჟიმი, რათა არ გადალახულიყო სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, არ შეესრულებინა წინასაარჩევნო დაპირებები და რაც მთავარია, კოვიდთან საბრძოლველად შემოსული ათი მილიარდი მიიტაცა და გადაანაწილა თავის სასტუმროებში, ბანკებში, თავის სამშენებლო ბიზნესში, საფრანგეთის კოვიდის წინააღმდეგ მებრძოლ ფონდში, ამაზონის ტყეების აღდგენაში და ჩვენი ხალხი სასიკვდილოდ გაწირა.
| ბეჭდვა |