ახალი ამბები
ვის და რა მიზნით ჩამოყავს ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში
..
- ე.ი. სწავლა სიკვდილამდეო. სასწაულია. დღეს ვკითხულობ, რომ ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მოწვევით ჩამოდის სამარცხვინო პრემიერად წოდებულ ღარიბაშვილთან, ანუ ივანიშვილთან სტუმრად. ასეთი ორგანიზაცია დავბერდი და ამერიკაში ნამდვილად არ გამიგია. ვაშინგტონში მათ მისამართზე რაღაც რესტორანია გახსნილი, საიტი _ გათიშულია, პრეზიდენტი _ ფოთელი თაღლითი ,,ედეპეშნიკი", ამერიკაში გაქცეული, ვინმე მელორ წიფურიაა, ერთ-ერთი ხელმძღვანელი _ ვინმე ელისაბედ კვიტაშვილი, რომელიც გამოდგა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილიშვილი. ეს ორგანიზაციაც მათ შეუქმნიათ 1932 წელს, როგორც საქართველოთი ვაჭრობის საოჯახო ბიზნესი. როგორც სჩანს ჟორდანიებს არ ეყოთ როგორ მიიღეს მონაწილეობა ილია ჭაჭავაძის განადგურებაში, დამოუკიდებელი საქართველოს 1921 წელს რუსეთისათვის ჩაბარებაში, შემდგომ ქვეყნიდან უბრძოლველად სამარცხვინო გაქცევასა და ხალხის მიტოვებაში, ეროვნული განძით სავსე 210 ყუთის სრულიად მითვისებაში ( 38 ყუთი დააბრუნა მხოლოდ ექვთიმე თაყაიშვილმა). ეს ყველაფერი არ ეყოთ და ახლა მოაჯდნენ ივანიშვილ-პუტინის მილიარდებს და როცა ქვეყანა დაღუპვის პირზეა, ცდილობენ ამ გენოციდის ავტორი ივანიშვილი ისევ გადაარჩინონ მეგობარი ამერიკელების ხელით. გეყოთ, ყველას გეყოთ საქართველოთი ვაჭრობა. შალვა ნათელაშვილი
| ბეჭდვა |