ახალი ამბები
რას პირდებიან წალენჯიხელი ლეიბორისტები ხალხს

..

მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო წალენჯიხელებო!

 

მინდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მხარი დამიჭიროთ, რომ შევძლო იმ აუტანელი პირობების შეცვლა, რაშიც გვიწევს ყოფნა. ერთად დავძლიოთ ის უსამართლობა, რასაც ადგილი აქვს რიგით მოქალქეებთან მიმართებაში. დადგა დრო რომ ერთმანეთის მხარში დგომით გავაძლიეროთ ერთმანეთი და მოვიპოვოთ ადგილები მერის  საკანონმდებლო ორგანოში საკრებულოში, სადაც შევძლებთ პროექტები მოვარგოთ სოფლის საჭიროებებს:

-  გპირდებით რომ თითოეული თქვენი ხმა იქნება დაცული;

- ყველა პირობას შეუქმნით ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობთ დასაქმებაში;

- ყველა პირობას შეუქმნით სოციალურად დაუცველ ადამიანებს;

-   მიმაჩნია, რომ ძლიერი სოფელი გვქნება მაშინ, როდესაც თითოეული სოფლის მკვიდრის ოჯახში დაისადგურებს, სიმშვიდე, დედები დაუბრუნდებიან ოჯახებს, აღმოიფხვრება სიღატაკე;

- არ დავუშვებ, რომ ახლგაზრდობა დაშორდეს მშობლიურ კერებს და სხვაგან ჰპოვოს დასაყრდენი ძალა.

- ერთად გავაძლიეროთ ჩვენი ოჯახები:

- ერთად მოვიპოვოთ სამართლიანობა:

-ერთად დავძლიოთ სიდუხჭირე:

-ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე:

-თქვენ ხართ ჩვენი ფესვები:

- ერთად დავდგეთ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ!

 

მანან მიქავა -  ლეიბორისტული პარტიის  წალენჯიხის საკრებულოს სიის პირველი ნომერი

| ბეჭდვა |