ახალი ამბები
რისთვის მიდის ამერიკაში შალვა ნათელაშვილი?
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ამერიკაში საქმიანი ვიზიტით მიდის. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქგვწრდზე დაწერა. ,,მეგობრებო, ამ დღეებში დაიწყება ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ქვეყანა ის მოკავშირეა, რომელმაც დღემდე  არსებული  დამოუკიდებლობა იმ ფორმით მაინც შეგვინარჩუნა, რაც გვაქვს, თუმცა დაუშვებელია ის პოლიტიკა, რასაც ვაშინგტონიდან დაინტერესებული კონკრეტული  ჯგუფები ატარებენ პუტინისტური რეჟიმის გადასარჩენ-შესანარჩუნებლად,  მათ შორის ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ხარჯზეც. ყველა ამ და სხვა პრობლემებზე მექნება სერიოზული შეხვედრები ამერიკის მაღალ პოლიტ-ისტებლიშმენტთან. ვნახოთ, დაველოდოთ შედეგებს, თუმცა სანამ ჩვენი ხალხის უმრავლესობა  მიჰყვება არა ქვეყნის სამომავლო ინტერესებს, არამედ მილიარდერ-მილიონრებს ამწუთიერად  სტომაქის ამოსავსებად ამერიკა კი არა მთელი გალაქტიკა, რომ დაირაზმოს ჩვენს გამოსახსნელად მაინც არაფერი გვეშველება.
| ბეჭდვა |