ახალი ამბები
ვიმსჯელეთ ურთულესი გეო-პოლიტიკური ვითარებიდან საქართველოს გამოყვანაზე

..

შალვა ნათელაშვილის ვიზიტი ვაშინგტონში  ცნობილ სენატორ ტედ კრუზთან და კონგრესმენ მარიო დიაზ ბალარტთან  შეხვედრით დაიწყო. ამის შესახებ ლეიბორისტების ლიდერი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.
- ვაშინგტონში ვიზიტის პირველი დღე უაღრესად საჭირო იყო ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. სენატორ ტედ კრუზის ჯგუფთან და სენატის შეიარაღების კომიტეტში ვიმსჯელეთ ურთულესი გეოპოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის  გზებზე. ასევე უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა  პოპულარულ კონგრესმენ მარიო დიაზ ბალარტთან შეხვედრა. ხვალ უფრო დატვირთული პროგრამაა. ცნობისათვის ბიძინას ,,რუსთავი-2"- მა და ,,მთავარმა", ანუ  ნიკა გვარამიამ და მისმა პატრონებმა უარი თქვეს ვიზიტის  გაშუქებაზე. მოგვიწევს  თქვენი ფეისბუქით ინფორმირება.

 

 

| ბეჭდვა |