ახალი ამბები
პარლამენტის დატოვება ვერ იქნება არშესვლის საპირწონე და გეტყვით, რატომ
..
ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ, რატომ არაა დღეს პარლამენტის დატოვება ( მართლა რომც დატოვონ) არშესვლის საპირწონე, თუმცა რა თქმა უნდა, მისასალმებელია: 1. ოპოზიციამ პარლამენტში შესვლით უკვე აღიარეს ამ გაყალბებული პარლამენტის ლეგიტიმაცია; 2. მანდატს ტოვებენ მხოლოდ ერთეულები; 3. პარალელურად რჩებიან საკრებულოებში; 4. მთავარი: მაშინ ხელისუფლება კუთხეში იყო მიმწყვდეული და ვადამდელ არჩევნებში ოპოზიცია გამარჯვებული მდგომარეობით შედიოდა და უთუოდ გაიმარჯვებდა; 5. ვადამდელ საპარლამენტოს ახლა არ დანიშნავს ხელისუფლება და რომც დანიშნოს, ამ ფონზე და განწყობით ისევ ისე დამთავრდება, რაც ახლა ვნახეთ. პ.ს. ჰოდა დროის გაწელვა და ,,ტილაობა" მგონია ეს ყველაფერი და მომკალით ახლა ნეტა ვცდებოდე... ჰო, კიდე, ასევე ჩემი მოკრძალებული ვარაუდით, მიშა უკრაინაში გააგრძელებს ცხოვრებას. ნინო მეტრეველი. ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი
| ბეჭდვა |