ახალი ამბები
მსოფლიოში პროცესები ჩვენს სასარგებლოდ არ ვითარდება
..
ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც  ამერიკაში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. 

შალვა ნათელაშვილი

დამთავრდა ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სანამ ჩვენ ღრმად ვართ ჩაფლული შიდაპოლიტიკურ უმძიმეს კრიზისში,  მსოფლიოში პროცესებია არაჩვენს სასარგებლო ვითარდება.   ა.შ.შ.-ს უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოებში გაიმართა ათეულობით კონგრესმენთან ძალიან საფუძვლიანი მეგობრული და დეტალური შეხვედრა საქართველოს ბედსა და მის მომავალზე.  მოკლედ გეტყვით რა საკითხები იქნა განხილული.

1. საქართველოს არშესვლა გეო-პოლიტიკურ ალიანსში  ე.წ. 3+3-ში, ანუ  საქართველოს არდაბრუნება რუსეთთან, ირანთნა და თურქეთთან, რასაც გვიმზადებენ.

2. კონგრესის მიერ სპეციალური  რეზოლუციის მიღებ,ა რომელიც დაგმობს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის აკრძალვა იმის გამო, რომ  ჩვენს სიტყვა შევასრულეთ და არ დავუმშვენეთ გვერდი ივანიშვილის გაყალბებულ არჩევნებში  შესულ დეპუტაციას. ამის გამო დაგვსაჯეს და ამაზე კონგრესმა აუცილებლად უნდა გააკეთოს რეაგირება და ალბათ ასეც იქნება

3.  ივანიშვილის მრავალმილიარდიანი ჩვენგან მოპარული ქონების სრული სანქცირება და დაპატიმრება-დაყადარება შერთებული შტატების, ევროპის ბანკებში, ოფშორული ზონებში.

4. ახალი საპარალმენტო არჩევნების, რაც შეიძლება დაუყონებლივ ჩატარება.

ეს საკითხები იხილებოდა კონგრესის წევრებთან, წარმომადგენლობიღ პალატაში, სენატში,  და იმედი მაქვს ჩვენი მოკავშირეები ბოლოს და ბოლოს გადალახავენ რუბიკონს და რაც ადრე მოხდება ეს, უკეთესია.
| ბეჭდვა |