ახალი ამბები
“ეყო თავხედობა მივეწვიეთ ნაძვის ხის დღესასწაულზე – მისი მოქალაქეების უშაქრო ჩაით ხვდებიან ახალ წელს, უფიქრია ამაზე?” – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:


 

“საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის შესახებ, რადგან ჩვენ არ დავემორჩილეთ ოლიგარქის დიქტატს. დღეს პრეზიდენტს ეყო თავხედობა მივეწვიეთ ნაძვის ხის დღესასწაულზე თავისთან. რა თქმა უნდა, მისვლას არ ვაპირებთ, თუმცა, გვაქვს შეკითხვები იმ პირთან, რომელსაც ევალება სახელმწიფოში მოქალაქეთა დაცვა – მისი მოქალაქეების უშაქრო ჩაითი ხვდებიან ახალ წელს და თუ უფიქრია ამაზე? თუ უფიქრია იმაზე, რომ იგი პრეზიდენტად დანიშნა რუსეთის ოკუპანტმა პრეზიდნეტმა და რუსმა ოლიგარქმა? იგი დაკავებულია არა იმით, რომ ხალხის ტკივილებით ცხოვრობდეს, იგი დაკავებულია ნარკოვაჭრების, პედოფილების, პოლიციელთა მკვლელების გათავისუფლებით და ამნისტიით.

თუ უფიქრია იმაზე, რომ მისმა წინაპრებმა პარიზში შეჭამეს საქართველოს დროებითი მთავრობის მიერ გატანილი 230 ყუთი საგანძურიდან რამდენიმე ყუთი, საიდანაც დაბრუნდა მხოლოდ 38 პაკეტი ექვთიმე თაყაიშვილის მიერ.

ჩვენმა ხალხმა უნდა იფიქროს, ვინ სად უნდა აირჩიოს, რატომ უნდა აირჩიოს და წინასწარ განსაზღვროს ვინ რისი მკეთებელი იქნება. რომელი ეროვნული შემრიგებელი იქნება სალომე ზურაბიშვილი?”

| ბეჭდვა |