ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილის ბანდას ფარული თანხმობა აქვს მიცემული ირან-რუსეთ-თურქეთის ალიანსში საქართველო
..
10 დეკემბერს მოსკოვში ,,3+3 ფორმატის“ პირველი შეხვედრა, რომელსაც საქართველო არ დასწრებია, მაგრამ შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა იყო აღმართული, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გამოეხმაურა. ,,საერთაშორისო ურთიერთობათა პრაქტიკამ არ იცის პრეცენდენტი იმისა, რომ სახელმწიფო უარს ამბობდეს რაიმე ფორმატში მონაწილეობაზე და იქ მაინც მისი დროშა აღმართონ. ივანიშვილის ბანდას ფარული თანხმობა ჩვენი ქვეყნის ირან-რუსეთ-თურქეთის ალიანსში მონაწილეობაზე, მიცემული აქვს. უბრალოდ, ვერ ახმაურებს, რადგან ქართველი ხალხისა და ევრო-ამერიკული რეაქციების ეშინია. თუ ეს ასე არაა, მაშინ სადაა საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტი დროშის უკანონოდ აღმართვაზე?_ წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე შალვა ნათელაშვილი
| ბეჭდვა |