ახალი ამბები
ეს არის თბილისელებისთვის სულში ჩაფურთხება და ღატაკი ხალხის საბოლოოდ გაწირვა.
.. ლეიბორისტები დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობაზე საფასურის გაძვირებას აპროტესტებენ. ამის შესახებ განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ბრიფინგზე გააკეთა. შალვა ნათელაშვილი: _ წინასაახლწლოდ რეჟიმმა სიურპრიზი მოგვიმზადა, დედაქალაქში საქალაქო ტრასპორტის მინიმუმ სამჯერ გაძვირება გამოგვიცხადა. ეს არის თბილისელებისთვის სულში ჩაფურთხება და ღატაკი ხალხის საბოლოოდ გაწირვა. მივმართავ რეჟიმს, მის მეთაურებს და კონკრეტულად მერ კალაძეს, ან სასწრაფოდ უკან წაიღებთ დანაშაულებრივ განზრახვას, ან მთელ თბილისს მოვუწოდებ გამოვიდეთ და დავდგეთ ქუჩაში, დავიწყოთ საუბნო საპროტესტო კომიტეტების შექმნა. დამერწმუნეთ, ერთად შეკრულ ჩვენს ხალხს ვერნაირი რეჟიმი წინ ვერ აღუდგება. მოგეხსნებათ, რამდენიმე დღის წინ 80 მლნ-ის ,,ლექსუსის“ ავტომობილები იყიდეს რეჟიმის წარმომადგენლებმა, რომ კომფორტულად იარონ თვითონ და მათმა გაქსუებულმა ცოლ-შვილმა და ამ 80 მლნ_ის ამოღება უნდათ მათ მიერ მოტყუებული და გაღატაკებული თბილისელებისგან. როგორ შეიძლება ეს ვაპატიოთ? არცერთ დამპყრობელს ეს არ გაუკეთებია, პირიქით, საჭოთა კავშირის დროს ფაქტიურად უფასო იყო ქალაქებში ტრანსპორტი და დღეს, მთელი მსოფლიო მუნიციპალური ტრანსპორტის უფასოობაზე მიდის. ამის მაგალითი ტალინი, აღარ ვსაუბრობ ჟენევაზე, მანჩესტერზე, გერმანიის მთავარ ქალაქებზე. ეს იმ ქვეყნების ქალაქებია, სადა არ უჭირთ, უზრმაზარი ხელფასებია, მაგრამ ქალაქის ტრანსპორტი უფასოა და აქ, სადაც არც ხელფასია, არც პენსია, კომეპენსაცია, არც ადამიანური ცხოვრება, ცდილობენ ბოლომდე ამოხადონ სული ხალხს იმისთვის, რომ მეტი ფული შევიდეს მათ ჯიბეში. მოგეხესნებათ, რომ თბილისის სამარშუტო ტაქსების რეალური მფლობელი გახლავათ ქალაქი მერი კახი კალაძე და ვინმე ქაცარავაზეა გაფორმებული. ის კალაძე, რომლის ოჯახშიც ნაძვის ხეს დოლარებით რთავენ და ახლა უნდათ თბილისელები ჩამოკიდონ ნაძვის ხეზე. სიახლე არ გახლავთ ამ ხელისუფლების ვერაგობა საკუთარი ხალხის მიმართ, მაგრამ რასაც ბოლო პერიოდი აკეთებენ, ამაზე გაჩერება შეურაცყოფაა. უნდა ვასწავლოთ ამათაც და მომავალი რეჟიმებსაც ჭკუა, რომლებსაც შეიძლება ასეთი დანაშაულებრივი აზრები დაებადოთ თავში, ხალხის გაღატაკების მიმართულებით.
| ბეჭდვა |