ახალი ამბები
მთავრობას მიძინებული, მაგრამ მაინც გაბრაზებული ხალხის მრისხანების შეეშინდა

..

ელექტროენერგიაზე სუბსიდირების გაგრძელების გადაწყვეტილებას შალვა ნათელაშვილი ბრიფინგით გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილი: _ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა ლეიბორისტული პარტიის თავდაუზოგავი და დაუფასებელი ბრძოლის შედეგად მთავრობა იძულებული გახდა აღედგინა გაუქმებული კომპენსაცია ელექტროენერგიის გადასახადზე და კვლავ დაიწყო მისი სუბსიდირება. იცით, რომ ეს მოყვა ჩვენს სარჩელებს და აქციებს დენის ტარიფთან დაკავშირებით, რისი გამოც ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ ქუმსიშვილი დააკავეს და სასამართლო პროცესები ახლაც გრძელდება. მთავრობას შეეშინდა მიძინებული, მაგრამ მაინც გაბრაზებული ხალხის მრისხანების, თუმცა რომ არ ყოფილიყო ჩვენი ბრძოლა, ეს არ მოხდებოდა, ისე როგორც არ იქნებოდა ელექტროენერგიის ტარიფზე ის ცნობილი შემცირება, რომელიც შემდეგ ვიღაც-ვიღაცეებმა წყალში ჩაგვიყარეს. ბრძოლა გრძელდება და ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს იმით, რომ ელექტროენერგეტიკა თავისი წარმოებით, გადაცემით, განაწილებით, ტარიფებით გახდეს სახელმწიფო საკუთრება. რა თქმა უნდა ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილი საბრალდებო სკამზე დაჯდება იმისთვის რომ საკუთარ ბიტკოინების ქარხნისთვის 2 კილო|ვატზე დააწესა 11 თეთრი გადასახადი, ხოლოდ მისგან მოტყუებულ და გაუბედიურებულ ხალხს 30 თეთრი. აი, ესაა ამ ხელისუფლების სახე, რომელსაც დაუსჯელობის სინდრომი აძლევს უფლებას ყველაფერი აკადრონ ხალხს და ამაზე პასუხი არ მიიღონ

 

| ბეჭდვა |