პროგრამა
ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ არ არის დაცული არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ ცხოველთა უფლებებიც

არსებული კანონი ცხოველისადმი სასტიკით მოპყრობის შესახებ მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. არ ხდება კანონის სათანადოდ აღსრულების პრეცედენტის შექმნა და შესაბამისად მოსახლეობაში გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი.

ჩვენ მოვითხოვთ ცხოველთა მიმართ ჰუმანურ მოპყრობას და მათი კეთილდღეობის დაცვის უზრუნველყოფას ცხოველთა დაცვის პოლიციის შექმნით და ასევე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემოღებით, რომელიც დაარეგულირებს შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის (ჯანმრთელობის დაცვა, უსაფრთხოება, ტრანსპორტირება და ა.შ.) სტანდარტებს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და დაადგენს შესაბამის რეგულაციებს.

ცხოველთა დაცვის პოლიციის ძირითადი მოვალეობები იქნება:
  • ცხოველთა მიმართ სასტიკი ან არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოიძება. ისევე როგორც ცხოველთა მხრიდან ადამიანზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება და აღნიშნული შემთხვევების პრევენციაზე ზრუნვა.
  • დამნაშავეების მიმართ შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება (ადმინისტრაციული ჯარიმების გამოწერა; დაპატიმრება)
  • ძაღლის ყოლასთან დაკავშირებული ლიცენზიის გაცემა. მსგავსი პრაქტიკა წარმატებით ფუნქციონირებს აშშ-ში. ამით მოხდება ძაღლების აღრიცხვა, მათი ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი. ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ ძაღლი არის მისი მეგობარი, ძაღლის ყოლა არის პასუხისმგებლობა და მოითხოვს მზრუნველობას.
  • მაწანწალა ძაღლების მონიტორინგი, მათი აღრიცხვა და პერიოდულად შესაბამისი ვაქცინით უზრუნველყოფა. ასევე საჭიროების შემთხვევაში მათი მუნიციპალურ დაცულ თავშესაფარში გადაყვანა.
  • შინაურ ბინადართა კეთილდღეობასთან დაკავშირებული კანონების დარღვევის შემთხვევაში, პოლიციას გარკვეულ შემთხვევებში უფლება ექნება პატრონს ჩამოართვას ცხოველი და გადაიყვანოს მუნიციპალურ დაცულ თავშესაფარში
  • დაეხმარება გასაჭირში მყოფ ცხოველებს, ანუ შეითავსებს სამაშველო სამსახურის ფუნქციას (ხეზე, მილში, სახურავზე და სხვა ძნელად მისადგომ ადგილებში ჩარჩენილ ცხოველებს).
  • საჭიროა ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფარი, მასში არსებული ვეტერინირული კლინიკით.
  • ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია საზოგადოების და განსაკუთრებით, ბავშვების ცნობიერების ამაღლება, მათთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება ცხოველთა უფლებების თაობაზე - შესაბამისი სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით
  • ცხოველთა დაცვის პოლიციის ერთ-ერთი მოვალეობა იქნება ასევე ბავშვებსთვის საგანმანათლებლო სივრცეებში მათი პროფესიის გაცნობა და ცხოველთა უფლებების თაობაზე ინფორმაციის სწორი სახით მიწოდება.
FaceBook Twitter Google