პროგრამა
პირველი ინსტანციის მოსამართლეებს აირჩევს ხალხი არჩევნების გზით

ცენტრალიზებული სასამართლო ხელისუფლება, მოქალაქეთა გამიჯვნა მართლმსაჯულებისგან და ხელისუფლების დამქაში მოსამართლეების, ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანური მმართველობა ის ფაქტორებია, რაც IRI-ის ბოლო კვლევის თანახმად, მოსახლეობის უნდობლობას იწვევს სასამართლოს მიმართ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევების თანახმად, გაუმართავი სასამართლო სისტემა, თავისთავად უარყოფითად აისახება სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რადგან ასეთი სასამართლო ხელს უშლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ბიზნესის ზრდას, შრომის ბაზრის განვითარებას, სიღატაკის შემცირებას, მეწარმეობასა და ინოვაციებს მთლიანობაში.

ყოველივე ამაზე დაყრდნობით, ჩვენ, ლეიბორისტულ პარტიას გვჯერა, რომ საჭიროა სასამართლო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც:
  • პირველი ინსტანციის მოსამართლეებს აირჩევს ხალხი არჩევნების გზით! - ვფიქრობთ, რომ ამ გზით არჩეული მოსამართლე ანგარიშვალდებული იქნება არა ხელისუფლების, არამედ ხალხისა და სამართლის წინაშე.
  • ზედა ინსტანციის მოსამართლეები დაინიშნებიან მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობასთან კონსესუსის შედეგად,ვინაიდან ამ მხრივ დანიშნული მოსამართლეები არ იქნებიან ერთპარტიული და ხელისუფლების ნების გამტარი.

გვჯერა, რომ ამ რეფორმებით სასამართლო სისტემას გავხდით უფრო სამართლიანს, შევქმნით ინსტიტუტს, რომელსაც ექნება საზოგადოების მაღალი ნდობა, რაც როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე პოტენციური ინვესტორებისთვის შექმნის საიმედო გარემოს,სადაც კანონი უზენაესობს და დაცულია ადამიანთა უფლებები და კერძო ბიზნესი!
FaceBook Twitter Google