სიახლეები
"სარჩელები ტარიფების მატებასთან დაკავშირებით სასამართლო-პროკურატურის ორგანოებში შეტანილია.." - შალვა ნათელაშვილი

 

ლეიბორისტული პარტია ელეექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის გამო, პროკურატურაში ჩივის.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, სემეკმა დაუსაბუთებლად, კრიმინალურად გააძვირა ელეექტრო ენერგია თბილისსა და რეგიონებში, (,,თელასის“ და ,,ენერგოპროს“ მომხმარებლებისთვის) და მიმართავენ პროკურატურას საჩივრით, გამოიძიონ აღნიშნული, რადგან დენის ტარიფის გაძვირების მოტივად სემეკმა გამოიყენა სამომავლოდ ჩასადები ინვესტიციები, რაც კანონით აკრძალულია.
შალვა ნათელაშვილი: ,,რეჟიმმა, საახალწლოდ, დენის გაძვირებით, გამოიწვია სოციალური კატასტროფა. შესაბამისად გაძვირდა წყალი, პროდუქტები, წამალი, ტრანსპორტი და მობილური კავშირგაბმულობა. სახეზეა სრული სიღატაკე და სრული ნგრევა იმ ელემენტარულისა, რითაც ცხოვრობდნენ ადამიანები. სარჩელები შეტანილია სასამართლო-პროკურატურის ორგანოებში. მე ვაფრთხილებ შესაბამის მუშაკებს, რომ უკანონო კადაწყვეტილები მიღების შემთხვევაში, ისინი დაემშვიდობებიან თანამდებობას. დენზე ტარიფების აწევა მოხდა წმინდა კრიმინალური მოტივირებით და კანონის უხეში დარღვევით..
ტარიფში შეიძლება ჩაიდოს მხოლოდ გაწეული ხარჯები და არა დაგეგმილი. აქ პირდაპირ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, რომ არაფერი ვთქვათ სოციალური ნორმების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაზე.
ამასთან დაკავშირებით შევიტანეთ ორი სარჩელი სემეკსა და გენერალურ პროკურატურაში.“

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
უპრეცედენტო სარჩელი ევროპის სასამართლოში - ქართული ოპოზიცია
ერთობლივ სარჩელს ამზადებს და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნების შედეგების გაუქმებას ევროსასამართლოსგან ითხოვს.
17.01.2018
უპრეცედენტო სარჩელი ევროპის სასამართლოში - ქართული ოპოზიცია ერთობლივ სარჩელს ამზადებს და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმებას ევროსასამართლოსგან ითხოვს.
ორშაბათის საღამო პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილთან
17.01.2018
ორშაბათის საღამო პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილთან
ორშაბათის საღამო პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილთან
17.01.2018
ორშაბათის საღამო პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილთან