შალვა ნათელაშვილი „გორბის“ კვლევას გამოეხმაურა.
„დილიდან რუსეთის სამთავრობო ტელევიზიები სიხარულით აუწყებენ მთელ მსოფლიოს, რომ ტელეკომპანია „იმედით“ გამოცხადებული „გორბის“ გამოკითხვებით, ლამის მთელი საქართველო თურმე წინააღმდეგია რუსეთის მინიმუმ ფინანსური პასუხისმგებლობისა, უკრაინაში ჩადენილი აგრესიის გამო.
„გორბი“ დე-ფაქტო მალხაზ გულაშვილისაა, რომელიც ჯერ კიდევ ეროვნულ მოძრაობაში ჩანერგა მოსკოვმა აგენტ-რეზიდენტად და დღესაც უფინანსებენ რუსეთის სპეცსამსახურები საინფორმაციო სააგენტო „ჯორჯიან თაიმსს“ _ გაზეთსა და ტელევიზიას.
გახსოვთ ეს ის გულაშვილია, რომელიც დაჭერის საფრთხის გამო რუსულ-ოსურმა სპეცსამსახურებმა ახალგორი-ცხინვალის გავლით, გადამალეს თავის დროზე მოსკოვში. მოკლედ, სანამ აგენტურა ასე თავისუფლად იმოქმედებს ქვეყანაში, აქ სახელმწიფო არასოდეს არ შედგება.“